შალვა პაპუაშვილი - ერთადერთი ქვეყანა, ვისაც შეუძლია ომი დაასრულოს, არის აშშ - სად არიან ევროპელი ლიდერები, რომლებიც უკრაინას ჰპირდებოდნენ, რომ გაიმარჯვებდა?! სად არიან?! ადგილს ითხოვენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ესეც სახვეწარი გაუხდათ

ერთადერთი ქვეყანა, ვისაც შეუძლია ეს ომი დაასრულოს, ისე რომ უკრაინას ჰქონდეს მდგრადი მშვიდობა და უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები, არის ამერიკის შეერთებული შტატები - არც ერთი სხვა! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმა უკრაინა წააქეზეს და ომში გამარჯვებას ჰპირდებოდნენ, თუმცა პაპუაშვილის განცხადებითვე, ახლა მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი სახვეწარი გაუხდათ.

„მიზეზი, თუ რატომ ვუჭერთ მხარს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკას არის ის, რომ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით 3 წლის წინ, დღეს ამაზე უკვე სულ უფრო მეტი ქვეყანა თუ პოლიტიკური ჯგუფი საუბრობს და უპირველეს ყოვლისა საუბრობს თავად აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. ერთადერთი ქვეყანა, ვისაც შეუძლია ეს ომი დაასრულოს, არის ამერიკის შეერთებული შტატები. ვნახეთ ბევრი ევროპელი ხელისუფალი, რომელიც გულზე მჯიღს იცემდა, უკრაინას აქეზებდა, უკრაინას ჰპირდებოდა, რომ ისინი გამარჯვებდნენ ამ ომში. სად არიან ახლა ესენი?! სად არიან ეს ევროპელი ლიდერები, რომლებიც უკრაინას ჰპირდებოდნენ, რომ ის ამ ომში გაიმარჯვებდა?! სად არიან?! ადგილს ითხოვენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ესეც სახვეწარი გაუხდათ. ამიტომ ერთადერთი ქვეყანა, ვისაც შეუძლია ეს ომი დაასრულოს, ისე რომ უკრაინას ჰქონდეს მდგრადი მშვიდობა და უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები, არის ამერიკის შეერთებული შტატები. არც ერთი სხვა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

მისი თქმით, საქართველომ კარგად იცის, როგორ იწყება და სრულდება ასეთი ომები და სწორედ ამიტომ, ქართველმა ხალხმა არ დაუშვა, რომ 2022 წელს ახალი ომი გვქონოდა.

„როდესაც აქლემები ჩხუბობენ კოზაკი იჭყლიტება“ - საქართველო არაერთხელ ყოფილა ასეთ როლში, მათ შორის, 1921 წელს ზუსტად ასეთი გეოპოლიტიკური ძვრების მსხვერპლი გახდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს გაკვეთილი ჩვენ მივიღეთ, მათ შორის, 2008 წელსაც. ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, როგორ იწყება ასეთი ომები, ვნახეთ, რა შინაარსია, როგორ გრძელდება და ისიც ვნახეთ, როგორ სრულდება. 2008 წლის ომიდან 8 თვე იყო გასული, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა გადატვირთვის წითელი ღილაკი გადასცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. წელიწად-ნახევარი იყო გასული ჩვენი ომიდან, როდესაც 2010 წლის 9 მაისს, წითელ მოედანზე, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთის და თქვენ წარმოიდგინეთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები, აღლუმს აბარებდნენ რუსეთის პრეზიდენტს. ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ იწყება ასეთი ომები და ისიც ვიცით, რით სრულდება. ეს გაკვეთილი ჩვენ მივიღეთ 2008 წელს. ამიტომაც არის, რომ ამ გაკვეთილით დაბრძენებულმა ქართველმა ხალხმა 2022 წელს არ დაუშვა, რომ იგივე განმეორებულიყო საქართველოში და ახალი ომი გვქონოდა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს