ლევან მგალობლიშვილი - ისევე როგორც ასი წლის წინ, ჩვენ კვლავ გვიწევს ბრძოლა ქვეყნის დეოკუპაციის, სუვერენიტეტის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის

ისევე როგორც ასი წლის წინ, ჩვენ კვლავ გვიწევს ბრძოლა ქვეყნის დეოკუპაციის, სუვერენიტეტის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის,- ასე გამოეხმაურა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 104 წლის გასვლას სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე დღეა.

„დღეს 25 თებერვალია, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში.

ჩვენ ვიხსენებთ საქართველოს ერთიანობისთვის თავდადებულ გმირებს - იუნკერებს, რომელთა თავგანწირვა ფასდაუდებელია და რომელთა სახელებიც სამუდამოდ ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. სწორედ ასეთ მაგალითებზე უნდა იზრდებოდნენ მომავალი თაობები, რათა არასდროს მოხდეს ჩვენი გმირი წინაპრების ღვაწლის დავიწყება.

ქედს ვიხრი ყველა გმირის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ქვეყნის თავისუფლებას.

ოკუპაციის თემა დღესაც კვლავ აქტუალურია. ისევე როგორც ასი წლის წინ, ჩვენ კვლავ გვიწევს ბრძოლა ქვეყნის დეოკუპაციის, სუვერენიტეტის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, თუმცა დარწმუნებული ვარ, ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება და ერთიან საქართველოში ყველა ერთად გავაგრძელებთ ცხოვრებას“,- წერს ლევან მგალობლიშვილი.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 104 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე