გია ვოლსკი - აქციების მიზანია, როგორმე „ნაცმოძრაობის“ სისხლიანი სეგმენტი ჩამოაშორონ წინააღმდეგობის მოძრაობას და სალომე ზურაბიშვილი, ნომრიანი აგენტურა და მისი გარემოცვა წინ წამოწიონ, როგორც ოპოზიციის ლიდერი

ახლა ამ აქციებს ძირითადად, ერთი მიზანი აქვთ - როგორმე „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი სეგმენტი ჩამოაშორონ ამ წინააღმდეგობის მოძრაობას და სალომე ზურაბიშვილი - ეს ჩვეულებრივი, რიგითი, ნომრიანი აგენტურა და მისი გარემოცვა წინ წამოწიონ, როგორც ოპოზიციის ლიდერი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამ აზრს ემსახურება ნებისმიერ აქცია და სამწუხაროა, რომ ამაში ჩართული არიან ახალგაზრდები.

„ერთადერთი ლოზუნგი დარჩა, რომ საქართველო თითქოს რუსეთის გუბერნია უნდა გახდეს - საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ითხოვს სამშვიდობო პროცესის განვითარებას და რომელიც უკრაინის მიერ შემოთავაზებულ რეზოლუციას შეუერთდა გაეროს გენასამბლეაზე განსახილველად. საქართველო ამას ითხოვს და საქართველოს ამის გამო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვს ანგარიშს, რაში ხარჯავენ ფულს, იმის გამო, რომ ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგება, იმის გამო, რომ საქართველომ არჩევნები ისე ჩაატარა, რომ სალომე ზურაბიშვილის იდეებმა და გვარამიამ ვერ გაიმარჯვა - გამოაცხადეს რუსეთის ორბიტაზე გასულად, რაც აბსოლუტურად უტიფარია, თავისი შინაარსით. ახლა ამ აქციებს ძირითადად, ერთი მიზანი აქვთ - როგორმე „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი სეგმენტი ჩამოაშორონ ამ წინააღმდეგობის მოძრაობას და როგორმე სალომე ზურაბიშვილი - ეს ჩვეულებრივი, რიგითი, ნომრიანი აგენტურა და მისი გარემოცვა წინ წამოწიონ, როგორც ოპოზიციის ლიდერი. აი, ამ აზრს ემსახურება ნებისმიერ აქცია და სამწუხაროა, რომ ამაში ჩართული არიან ახალგაზრდები, რომლებსაც რეალურად, არ ესმით რა პროცესები ვითარდება მსოფლიოში და რა ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ, საქართველო გადაურჩეს იმ მზაკვრულ გეგმას, რაც, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილს გააჩნია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო