სალომე ზურაბიშვილი - ბრძოლა ყოველთვის ღირს, 25 თებერვალი არის ბრძოლის სიმბოლო და არა დაჩოქების! - სხვა არც ერთი წყაროდან არ მოდის ომის საფრთხე, გარდა რუსეთისა

ბრძოლა ყოველთვის ღირს, 25 თებერვალი არის ბრძოლის სიმბოლო და არა დაჩოქების! - სხვა არც ერთი წყაროდან არ მოდის ომის საფრთხე, გარდა რუსეთისა და ეს თუ ვერ გავიგეთ საქართველომ, მაშინ არ ვიცი რა გავიგეთ ჩვენი ისტორიიდან, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთთან ახლოს მყოფ ქვეყანას ყოველთვის ექნება შიში იმისა, რომ ომი დაიწყოს.

ზურაბიშვილი კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან იმყოფებოდა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„25 თებერვალი არის ჩვენთვის, ყველასათვის ძალიან მძიმე დღე, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დიდი იმედის დღე. ეს არის იმის სიმბოლო, რომ ქართველები არ თმობენ არც დამოუკიდებლობას, არც თავისუფლებას... დღეს თუ ჩვენ ვართ თავისუფალი და დამოუკიდებელი, ჩვენ სწორედ ვართ მემკვიდრეები იმ ბრძოლისა, იმ შემართებისა, იმ ქვეყნის მიმართ ერთგულებისა, რამაც მოგვიყვანა დღემდე. საუკუნეების წინაც ასე იყო და საუკუნეების შემდეგაც ასეა. ასე რომ, ბრძოლა ყოველთვის ღირს, ბრძოლა ბოლომდე არის. 25 თებერვალი არის სწორედ ამ ბრძოლის სიმბოლო და არა დაჩოქების...

ომი მოდის მხოლოდ ერთი ქვეყნიდან და დღეს აქ რომ ვდგავართ, უნდა ვიცოდეთ ის ქვეყანა. ქვეყანა, რომელიც ომს იწყებს თავისი ყველა მეზობლის წინააღმდეგ არის ერთადერთი და სანამ ამ ქვეყანას ექნება კიდევ ერთი კვადრატული კილომეტრი ოკუპირებული რომელიმე მისი მეზობელი ქვეყნისა, მანამდე ეს ქვეყანა იქნება იმპერიალისტი, აგრესორი და ამ ქვეყანასთან ახლოს მყოფს ყოველთვის ექნება შიში იმისა, რომ ომი დაიწყოს. სხვა არც ერთი წყაროდან არ მოდის ომის საფრთხე და ეს თუ ვერ გავიგეთ საქართველომ, მაშინ არ ვიცი რა გავიგეთ ჩვენი ისტორიიდან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, ის დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფაქტი, რომ დათოვლილ სოფლებში მოხალისეები მიდიან ნიშნავს იმას, რომ „ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი საზოგადოება და ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება“.

„დღეს არის ძალიან დიდი ტრაგედია საქართველოში, გურიაში, აჭარაში. მთელი დასავლეთ საქართველო არის თოვლის ქვეშ და არც ერთი სახელმწიფო რეაგირება არ ხდება ჯერ. ეს სოფლები არიან ჩაფლული თოვლში, იქ ცხოვრობს ძალიან ბევრი ადამიანი, იქ მიდიან მხოლოდ მოხალისეები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი საზოგადოება, ძალიან ცოცხალი საზოგადოება და ჩვენ არ გვყავს სახელმწიფო“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო