საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერი - ვერ ვხედავთ საქართველოდან პოზიტიურ ამბებს და ჩვენი ელჩის მიმართ ბოლო უსაფუძვლო ბრალდებები ამას ადასტურებს - ელჩს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს

ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოდან პოზიტიურ ამბებს და ჩვენი ელჩის მიმართ ბოლო უსაფუძვლო ბრალდებები მხოლოდ ამ ფაქტს ადასტურებს. რა თქმა უნდა, ჩვენს ელჩს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სპიკერმა ანიტა ჰიპერმა ბრიუსელში, „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს განუცხადა.

„ამ დროისთვის ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოდან პოზიტიურ ამბებს და ჩვენი ელჩის მიმართ ბოლო უსაფუძვლო ბრალდებები მხოლოდ ამ ფაქტს ადასტურებს. რა თქმა უნდა, ჩვენს ელჩს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა და რაც შეეხება მმართველ პარტიას და რასაც ჩვენ იქ ვხედავთ გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, ჩვენ ვნახეთ მუდმივი დემოკრატიული უკუსვლა, ჩვენ ვნახეთ მუდმივი დაშინება, მუქარა მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების და, ძირითადად ყველას მიმართ, ვინც საუბრობს თავისუფლებისა და დემოკრატიაზე“, - განაცხადა მან.

ანიტა ჰიპერის თქმით, ევროკავშირი იმ ქართველების გვერდით დგას, ვინც საერთო ღირებულებებისთვის იბრძვის.

„თითოეულ ქართველს, ვინც ღირებულებებისთვის იბრძვის, ევროკავშირი თქვენთანაა და ამიტომაც ჩვენ არ მხოლოდ მკაცრად ვგმოთ დაშინებისა და რეპრესიების ყველა ტაქტიკას, არამედ მივიღეთ შემდგომი ქმედებები. იქნება ეს ყველა პოლიტიკური კონტაქტის შემცირება და ფინანსური მხარდაჭერის გაყინვა ხელისუფლების მიმართ და ამის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისკენ მიმართვა, ასევე დიპლომატებისთვის მოგზაურობის შეზღუდვა”, - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს