„გორგია“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც ერ-რიადში, Big 5 Construct Saudi-ის  სამშენებლო-სარემონტო გამოფენაზე მონაწილეობა მიიღო

„გორგიამ“ საუდის არაბეთის BIG 5 Construct Saudi-ის სამშენებლო-სარემონტო გამოფენაზე მონაწილეობა მიიღო, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ღონისძიებაა.

BIG 5 Construct Saudi 2025 წლის გამოფენამ გააერთიანა 60 ქვეყნის 2000-ზე მეტი კომპანია, რომლებმაც წარადგინეს 20 000-ზე მეტი სამშენებლო-სარემონტო პროდუქტი. გორგიას მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში წარმოადგენს გლობალურ ასპარეზზე გაფართოების სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს.

“ჩვენთვის, როგორც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით ბაზრის ლიდერებისთვის, სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ბაზარზე გაფართოება. გასულ წლებში მუშაობა დავიწყეთ ევროკავშირის ტერიტორიაზე, ასევე ავითვისეთ ამიერკავკასიის რეგიონიც. აღნიშნული გამოფენა კი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ხელს შეუწყობს უცხოური კაპიტალის მოზიდვას საქართველოში. ამასთანავე, ჩვენ მუდმივად ვუჭერთ მხარს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რის ფარგლებშიც BIG 5 Construct Saudi-ის გამოფენაზე წარვადგინეთ ქართულ ბაზარზე წარმოებული პროდუქციაც, რაც მნიშვნელოვან დაინტერესებას იწვევდა საერთაშორისო პარტნიორებსა და ვიზიტორებში",–აღნიშნა „გორგიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე გურულმა.

გამოფენაზე „გორგიას“ სტენდმა დიდი ყურადღება მიიპყრო, რაც ადასტურებს საერთაშორისო ბაზრის ინტერესს კომპანიის პროდუქციის მიმართ.

ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში, ბაქოში, სტამბოლში, ერევანსა და სოფიაში.

(R)

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში