„გორგია“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც ერ-რიადში, Big 5 Construct Saudi-ის  სამშენებლო-სარემონტო გამოფენაზე მონაწილეობა მიიღო

„გორგიამ“ საუდის არაბეთის BIG 5 Construct Saudi-ის სამშენებლო-სარემონტო გამოფენაზე მონაწილეობა მიიღო, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ღონისძიებაა.

BIG 5 Construct Saudi 2025 წლის გამოფენამ გააერთიანა 60 ქვეყნის 2000-ზე მეტი კომპანია, რომლებმაც წარადგინეს 20 000-ზე მეტი სამშენებლო-სარემონტო პროდუქტი. „გორგიას“ მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში წარმოადგენს გლობალურ ასპარეზზე გაფართოების სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს.

“ჩვენთვის, როგორც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით ბაზრის ლიდერებისთვის, სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ბაზარზე გაფართოება. გასულ წლებში მუშაობა დავიწყეთ ევროკავშირის ტერიტორიაზე, ასევე ავითვისეთ ამიერკავკასიის რეგიონიც. აღნიშნული გამოფენა კი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ხელს შეუწყობს უცხოური კაპიტალის მოზიდვას საქართველოში. ამასთანავე, ჩვენ მუდმივად ვუჭერთ მხარს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რის ფარგლებშიც BIG 5 Construct Saudi-ის გამოფენაზე წარვადგინეთ ქართულ ბაზარზე წარმოებული პროდუქციაც, რაც მნიშვნელოვან დაინტერესებას იწვევდა საერთაშორისო პარტნიორებსა და ვიზიტორებში",–აღნიშნა „გორგიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე გურულმა.

გამოფენაზე „გორგიას“ სტენდმა დიდი ყურადღება მიიპყრო, რაც ადასტურებს საერთაშორისო ბაზრის ინტერესს კომპანიის პროდუქციის მიმართ.

ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში, ბაქოში, სტამბოლში, ერევანსა და სოფიაში.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები