ლევან ხაბეიშვილი - დარწმუნებული ვარ, გაზაფხულზე იქნება გადამწყვეტი ბრძოლა ქართველ ხალხსა და რუსულ რეჟიმს შორის, ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა მოიგოს ქართველმა ხალხმა

დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში, გაზაფხულზე იქნება გადამწყვეტი ბრძოლა ქართველ ხალხსა და რუსულ რეჟიმს შორის და ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა მოიგოს ქართველმა ხალხმა, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

საქართველოს გასაბჭოებიდან 104 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მარშზე ხაბეიშვილმა საქართველოს ხელისუფლება საბჭოთა ხელისუფლებას შეადარა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, თავისი შინაარსით, რუსია.

“სამწუხარო რეალობაა, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის საბჭოთა ხელისუფლება. რუსეთის აგენტურაა მოთავსებული დღეს მაღალ თანამდებობებზე, მიტაცებული აქვთ ხელისუფლება და ძალაუფლება.

13 წლის განმავლობაში ოკუპირებულ ქვეყანაში, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რომ არის ოკუპანტისთვის და ერთი აგენტი რომ არ ჰყავთ გამოვლენილი, ალბათ, საზოგადოება ხვდება, რომ თავად არიან აგენტები, თავად არიან ჯაშუშურ საქმიანობაში და, შესაბამისად, საქართველოს თავისუფლებისთვის უწევთ ადამიანებს ბრძოლა.

ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა, ეს იქნება ძალიან რთული, ძალიან მძიმე და მე მინდა, საზოგადოებას ვუთხრა - ჩემო ძვირფასებო, მნიშვნელოვანია ერთობა და ბრძოლა, ეს ბრძოლა მარტივი არ იქნება. ბიძინა ივანიშვილი მისი შინაარსით რუსია - ის მზად არის, რომ დაასახიჩროს ქართველები, დაიჭიროს და ჩაყაროს ციხეში, ყველაფერი ძალადობრივი ჩაიდინოს, ამიტომ, ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა. მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა.

მე დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში, გაზაფხულზე იქნება გადამწყვეტი ბრძოლა ქართველ ხალხსა და რუსულ რეჟიმს შორის და ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა მოიგოს ქართველმა ხალხმა”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია