ნიკა მელია - საზოგადოება სახელმწიფოს ბედის მჭედელი თავად ხდება და ქართველი ხალხის დამარცხება გამორიცხულია - ეს არის ერთადერთი პროცესი, რომელიც ქვეყანაში დღის წესრიგს აღადგენს, ისტორიულ პროცესში ვიღებთ მონაწილეობას

ეს პროცესი არის ერთადერთი პროცესი, რომელიც ქვეყანაში ადგენს დღის წესრიგს, ახლა ყველანი ისტორიულ პროცესში ვიღებთ მონაწილეობას, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ საპროტესტო მარშის მიმდინარეობისას განაცხადა.

მელიას თქმით, ეს არ არის უბრალოდ ბრძოლა და მხარეებს შორის დაპირისპირება, ეს არის სახელმწიფოებრივი პროცესი, სადაც ჩართულია ხალხი, რომელიც ცდილობს, უკან დაიბრუნოს სახელმწიფო.

“ეს არ არის უბრალოდ ბრძოლა, ეს არ არის უბრალოდ მხარეებს შორის დაპირისპირება, ეს არის სახელმწიფოებრივი პროცესი, სადაც ჩართულია ხალხი, რომელიც ცდილობს, უკან დაიბრუნოს სახელმწიფო და, თავის მხრივ, სახელმწიფო დააბრუნოს სწორი განვითარების რელსებზე. ოლიგარქია და ავტოკრატიული რეჟიმი არასდროს იზრუნებს არც ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებზე და არც ქართველ ხალხზე.

ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია, ვიცოდეთ, რომ ეს არის მარათონული პროცესი, სადაც ენერგიულობას, გამძლეობას, მოტივაციას, რწმენას, თავდაჯერებას აქვს ძალიან დიდი ფასი და მე პირადად, როგორც ერთ მოქალაქეს, მიხარია, რომ ამ ოთხი თვის განმავლობაში საზოგადოება სულ უფრო და უფრო ენერგიული ხდება და სულ უფრო და უფრო რწმუნდება, რომ ამ სახელმწიფოს ბედის მჭედელი თავად ხდება და როდესაც ეს მოცემულობა მკაფიო ხდება, ქართველი ხალხის დამარცხება გამორიცხულია.

არცერთ სხვა თაობას მსგავსი ისტორიული გამოწვევის წინაშე დგომა ჯერ არ მოუწია და ახლა გავაცნობიერეთ, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის ბრძოლა ის არის, რაც ქვეყანას სჭირდება.

ეს პროცესი არის ერთადერთი პროცესი, რომელიც ქვეყანაში ადგენს დღის წესრიგს. ვერაფერი და ვერავინ ადგენს დღის წესრიგს, გარდა ამ ხალხისა, როგორც შიდა პოლიტიკურ პროცესში, ასევე საგარეო საკითხებშიც. ახლა ყველანი ისტორიულ პროცესში ვიღებთ მონაწილეობას”, - განაცხადა მელიამ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე