გმირთა მოედანზე რამდენიმე მარში გაერთიანდა - კოსტავას ქუჩისა და ვარაზისხევის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

თბილისში, სხვადასხვა ლოკაციიდან მიმდინარე რამდენიმე საპროტესტო მარში გმირთა მოედანზე გაერთიანდა. საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია კოსტავას გამზირის და ვარაზისხევის მიმართულებით.

მარშის მონაწილეები ერთდროულად გმირთა მოედანზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნების ფონზე გაერთიანდნენ.

მარშის მონაწილეები საქართველოს ოკუპაციის დღიდან 104 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალთან, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ.

ყველა მარში კი საბოლოოდ რუსთველის გამზირზე მსვლელობით გადაინაცვლებს, სადაც აქცია გაგრძელდება ლოზუნგით - “არა რუსულ ოკუპაციას".

როგორც ცნობილია, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი