ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს მიერ ბაჩიაშვილისთვის 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას გაასაჩივრებს

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, ის სასამართლოს მიერ ბაჩიაშვილისთვის 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას გაასაჩივრებს.

როგორც მახარაშვილი განმარტავს, არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძვლები იმისა, რომ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო კიდევ ერთხელ, უკვე შეფარდებულ გირაოს პარალელურად გამოეყენებინა, არ არსებობდა.

„დღეს, რეალურად არ არსებობდა ფორმალურად აღკვეთის ღონისძიების გამოყენების არანაირი საფუძველი, რადგან უკვე ანალოგიური აღკვეთის ღონისძიება ბრალდებულის მიმართ გამოყენებულია, მას ისედაც აკრძალული აქვს სახელმწიფო საზღვრების დატოვება, მას ისედაც ჩამორთმეული აქვს პასპორტები, რომელსაც მეორედ ფიზიკურად ვერ ჩამოართმევენ. ასევე, 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, 50 000 ლარის დამატებით არ მგონია, რამე რისკის აცილება გახდა შესაძლებელი. ასევე, რაც მნიშვნელოვანია, ამ საქმეში ფიგურანტი მოწმეები თითქმის იდენტურად იგივე არიან, რომლებიც წინა საქმეში იყვნენ, აბსოლუტურად უმეტესი მათგანი დაიკითხა, შესაბამისად, არასდროს, ბრალდებულს მათ მიმართ არანაირი ზეწოლა არ განუხორციელებია, ანუ ის საფრთხეები, რაზეც ბრალდებამ ისაუბრა, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების ნაწილში, დასაბუთებული არ იყო, რის გამოც მიგვაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიება მას არ უნდა შეფარდებოდა და აუცილებლად გავასაჩივრებთ მას შემდეგ, რაც განჩინებას ჩავიბარებთ“, - განაცხადა მახარაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს "მტკვარი ჰესის" საქმეზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ მშენებლობისას მან არაჯეროვნად შეასრულა მისდამი დაკისრებული მოვალეობა და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა. ეს არ არის ერთადერთი საქმე, სადაც ბაჩიაშვილი ბრალდებულია. მას ასევე ედავებიან, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. გიორგი ბაჩიაშვილს ამ საქმეში აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს