რუსთაველის გამზირზე აქცია ლოზუნგით - “არა რუსულ ოკუპაციას" მიმდინარეობს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა

პარლამენტის წინ აქცია ლოზუნგით - “არა რუსულ ოკუპაციას" მიმდინარეობს.

სხვადასხვა ლოკაციიდან რამდენიმე საპროტესტო მარში გმირთა მოედანზე გაერთიანდა, საიდანაც მსვლელობის მონაწილეებმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.

პირველ გიმნაზიასთან დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს. სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში უკვე ადგილზე იმყოფება.

ვიდრე სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს, ფილმის, სახელწოდებით: “რესპუბლიკის დაცემა და წითელი ტერორი” ჩვენება მიმდინარეობს.

მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 90-ე დღეა უწყვეტად გამოდიან. მათი უცვლელი მოთხოვნაა - ახალი არჩევნების ჩატარება და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი