გრიგოლ გეგელია - დიდთოვლობის დროს ვერ ვშველით ადამიანებს, ეს ხელისუფლების პოლიტიკის კრახია - ქვეყანას მართავენ უგუნურები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, როგორ დაიცვან ჩვენი ცხოვრება

დიდთოვლობის დროს რომ ვერ ვშველით ადამიანებს, ეს ხელისუფლების პოლიტიკის კრახია, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკურ სივრცე“ განაცხადა.

გრიგოლ გეგელიას თქმით, ქვეყანას მართავენ ადამიანები, რომლებიც არ არიან კომპეტენტურები.

„მერამდენედაა, როდესაც გარკვეული სტიქიაა, ვხედავთ, რომ სახელმწიფო არ არის მზად? ეს არის დაგეგმარების ნაკლებობა. ვერტმფრენი არ გვაქვს, ტრაქტორი ვერ მიდის, მაშველი ვერ მიდის. კრიზისების დროს რას ვაკეთებთ, კაციშვილმა არ იცის, გაგიგიათ ასეთი რამე? რომელი კრიზისის დროს როგორ ვიქცევით, ეს პოლიტიკური საკითხია, აქ სახელმწიფო პოლიტიკაზეა საუბარი. დღეს ჩვენს ქვეყანას მართავენ უგუნურები, რომლებიც არ არიან კომპეტენტურები. არავითარი წარმოდგენა არ აქვთ, როგორ განკარგონ ჩვენი ცხოვრება, როგორც დაიცვან ჩვენი ცხოვრება ან როგორ გადათოვლონ. ასევე წარმოდგენა არ აქვთ, როგორ გაზარდონ პენსია, როგორ შეგვიყვანო ნატოში. დიდთოვლობის დროს რომ ვერ ვშველით ადამიანებს ეს არის ხელისუფლების პოლიტიკის კრახი.

წარმოიდგინეთ რა კალიბრის პრობლემა გვაქვს, რომ არც კი ვიცით, რა ხდება იქ[გურიაში]. ვიღაცებს უკვე დაუჯდათ ტელეფონი და გარე სამყაროსთან კავშირი არ აქვთ. ჩვილ ბავშვებს ვეღარ კვებავს ზოგიერთ მშობელი იმიტომ, რომ საკვები არ აქვს. უამრავი პრობლემაა და შიშით ვფიქრობთ, რა არ ვიცით ჯერ და რას გავიგებთ, როცა მივაგნებთ და მივადგებით ამა ადამიანებს. ოთხი დღე უნდა დასჭირვებოდა ჯარის გამოყვანას? ვერტმფრენს ვერ ყიდულობენ, წინასწარი გაფრთხილების სისტემა ვერ დააყენეს, ვერეს ხეობა მოხდა, მერე შოვი მოხდა და ჩლუნგებს და იდიოტებს ვუყურებთ, როგორ გვძარცვავენ დღისით მზისით, იტაცებენ არჩევნებს. ჩვენ ვიხოცებით ამ პროცესში.

ეს უტიფარი კაცი [მამუკა მდინარაძე] გამოვიდა, 106 წლის ქალი იყო, რომ გარდაიცვალაო, ამას ვინ კითხვას 106 წლის იყო თუ რამდენის? - იქნებ, 115 წელი უნდა ეცოცხლა. 106 წლის თუ არის ვიღაც, მამუკა მდინარაძის აზრით, გამოდის, რომ აღარ უნდა იცოცხლოს“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები