სალომე ზურაბიშვილი - რეჟიმი ვერ მართავს ქვეყანას და ამის მაგალითი არის დღეს გურიაში - მხოლოდ ტყუილები შეუძლიათ, თითქოს სამი დღის წინ გაგზავნეს საგანგებო ძალები, არაფერიც, დღეს დაიწყეს, როცა ხალხის რეაქცია მოჰყვა

ეს რუსული რეჟიმი რეპრესიების მანქანად გადაიქცა, სხვა კანონების მიღება არ შეუძლიათ, გარდა რეპრესიულისა, სხვა არაფრის კეთება არ შეუძლიათ, გარდა შეურაცხყოფისა და დარბევისა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთრე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მომიტინგეებს განუცხადა.

ზურაბიშვილი გურიაში არსებულ სტიქიასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ტყუილად არსებობს უსაფრთხოების საბჭო, საგანგებო დეპარტამენტი და ძალოვნები, რომლებიც პროტესტის მქონე პირებს არბევენ, ხოლო როცა ადამიანებს შველა სჭირდებათ, იქ ვერაფერს აკეთებენ.

“რეჟიმი, რომელიც ვერ მართავს ქვეყანას და ამის მაგალითი არის დღეს გურიაში, აჭარაში, ვერაფერს აკეთებენ, ვერ მართავენ და მხოლოდ ტყუილები შეუძლიათ, თითქოს სამი დღის წინ გაგზავნეს საგანგებო ძალები. არაფერიც, დღეს დაიწყეს, როცა ხალხის რეაქცია მოჰყვა. ტყუილად არსებობს უსაფრთხოების საბჭო, საგანგებო დეპარტამენტი, ტყუილად არიან ამდენი ძალოვნები - მხოლოდ თქვენთვის, თორემ როცა საქმე სასწრაფოა, ადამიანები არიან გადასარჩენი, დასაცავი, იქ არაფერს აკეთებენ, რადგან ეს რეჟიმია და არა ქვეყნის მმართველობა, ვეღარ მართავენ იზოლაციაში, ჩვენი ყველა პარტნიორისგან იზოლაციაში, თქვენგან იზოლაციაში და აღარ იციან, რა გააკეთონ, რა გამოიგონონ. ეს რუსული რეჟიმი რეპრესიების მანქანად გადაიქცა, სხვა კანონების მიღება არ შეუძლიათ, გარდა რეპრესიულისა, სხვა არაფრის კეთება არ შეუძლიათ, გარდა შეურაცხყოფისა და დარბევისა. თუ რამე პოზიტიური გაგახსენდათ, რაც არჩევნების გაყალბების შემდეგ გააკეთეს, მომაწოდეთ ინფორმაცია, რადგან მე მსგავსი არაფერი მახსენდება, მხოლოდ ამ ქვეყნის დაჩაგვრა და მხოლოდ ამ ქვეყნის გადაცემა მტრისთვის - ეს არის მათი ხელწერა და ეს უნდა დავინახოთ ყველამ 25 თებერვალს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო