ხატია დეკანოიძე - საქართველოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მნიშვნელოვანი ეტაპი არჩევნები და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებაა

ახალი არჩევნები ეს არის საქართველოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას ჟურნალისტებთან აღნიშნა.

მისივე თქმით, ახალ არჩევნებთან ერთად, მნიშვნელოვანია რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებაც.

„ახალი არაფერი არ უთქვამს სალომე ზურაბიშვილს. ახალი არჩევნები ეს არის საქართველოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. არჩევნები და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება. ამიტომ, ეს არის ის, რაზეც არა მხოლოდ ის, არამედ საუბრობს ყველა ადამიანი, რომელსაც აწუხებს საქართველოში იმ რეჟიმის არსებობა, რომელიც არსებობს. ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნები არის აუცილებელი დღეს საქართველოში.

რაც შეეხება ქართულ ქარტიას, „ქართული ქარტია“ არის პრინციპები, რომელიც აერთიანებს საქართველოს ევროპერსპექტივას. ეს არის რეფორმები, რომელიც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს არის საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის პრინციპები, რაც ქარტიაშია, მნიშვნელოვანია, რომ გაზიარებულია თითქმის, ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა და როგორც განაცხადა, ახალი არჩევნების დანიშვნა უალტერნატივოა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი