ლაშა ტუღუში - „ქართული ოცნება“ ფიქრობს, როგორ მოახრჩოს ყველა და ყველაფერი - მიზანია ჩაჩეხონ დასავლური რესურსი და მედია საკუთარ პოლიტიკურ, პარტიულ ჯიბეზე დამოკიდებული გახადონ

„ქართული ოცნების“ ობიექტურობის გჯერათ თქვენ? საკუთარი თავის წინააღმდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებებს? რა თქმა უნდა, არა, ეს ყველაფერი ხომ ფარსია - რომელიმე საკუთარი თავის პატივისმცემელი პოლიტიკური

ძალა იტყვის, რომ მე სიტყვა-სიტყვით ვთარგმნე სხვა ქვეყნის კანონიო? - როდის უნდა დამთავრდეს ეს საბავშვო ბაღი ამ ქვეყანაში?! - ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ტუღუშმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ფიქრობს იმაზე, როგორ მოახრჩოს ყველა და ყველაფერი, რაც მასზე არაა დამოკიდებული“.

„ქართული ოცნების“ ობიექტურობის გჯერათ თქვენ? „ქართული ოცნება“ ობიექტურად შეაფასებს, როგორ არის ბალანსი დაცული? გადამოწმდა თუ არ გადამოწმდა [ინფორმაცია]? იყო თუ არა საზოგადოებრივი ინტერესი? ვინ ადგენს ამ საზოგადოებრივ ინტერესს? ადრე თუ მედია ადგენდა, ახლა თვითონ უნდა დასხდნენ ქურუმები და გვითხრან, რომ ეს არ იყო საზოგადოებრივი ინტერესი? რომ საზოგადოებრივი ინტერესი ის კი არაა, შენ რომ ფიქრობ და გინდოდა გამოძიება და ის, რომ გემხილებინა. საკუთარი თავის წინააღმდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებებს? რომ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ჩაუწერეს ვიღაცას რამე? რა თქმა უნდა, არა, ეს ყველაფერი ხომ ფარსია, სასაცილოა. სადმე გინახავთ, რომ ასე სიტყვა-სიტყვით ეთარგმნოთ [კანონი]? რომელიმე საკუთარი თავის პატივისმცემელი პოლიტიკური ძალა იტყვის, რომ მე მთლიანად, სიტყვა-სიტყვით ვთარგმნე სხვა ქვეყნის კანონიო? რა ამერიკის პრეზიდენტი კანონპროექტში, რა უნდა საერთოდ? ან კონგრესს რა უნდა? რას თამაშობენ საერთოდ? როდის უნდა დამთავრდეს ეს საბავშვო ბაღი ამ ქვეყანაში?! ეს რაღაც ისტერიას ჰგავს, რომელშიც ჩავარდნილები არიან და იმას ფიქრობენ, როგორ მოახრჩონ ყველა და ყველაფერი, რაც მათზე არაა დამოკიდებული“, - განაცხადა ტუღუშმა.

ტუღუშის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს კონტროლი გააძლიეროს ყველაფერზე, რაც მათგან დამოუკიდებელია“.

„დიდი სიამოვნებით მივიღებდი მათთან დებატებში მონაწილეობას, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, რამდენად სერიოზული იქნება ეს, იმდენ ტყუილს ამბობენ და თან არ ამთავრებენ. ყოველდღიურად ამატებენ ახალ ტყუილებს. ეს ნაწილი მიმართულია იქით, რომ კონტროლი გააძლიერონ. ბრიტანულია თუ ამერიკული, აი, ამ ვითომ მექანიზმებით ცდილობენ კონტროლი გააძლიერონ ყველაფერზე, რაც მათგან დამოუკიდებელია. წინა პარლამენტშიც მახსოვს განხილვა, წინა ჯერზეც ვითომ, ასე ზუსტად თარგმნეს. აღმოვაჩინეთ, რომ მაგის დამაბალანსირებელი ნორმები, რომლებიც FARA-ში

არსებობდა, ისინი არ თარგმნეს და ამოიღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც განსხვავებებს აჩენდა მაგალითად, მათ მოკავშირესა და არა მოკავშირეს შორის. უპრინციპულესი მუხლები არ თარგმნეს და იტყუებოდნენ ვიდრე არ გადავამოწმეთ. ბატონი შალვა ძალიან სასაცილოდ გამოიყურება“, - აღნიშნა ტუღუშმა.

გარდა ამისა, ტუღუშის თქმით „ქართული ოცნების“ წევრები „ვერ იტანენ კრიტიკას, ჩაჩეხავენ დასავლურ რესურსს და [მედიას] საკუთარ, პოლიტიკურ, პარტიულ ჯიბეზე დამოკიდებულს გახდიან“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში