შალვა პაპუაშვილი - გურიაში ბევრ სოფელთან უკვე აღდგა კავშირი, მიდის გაწმენდითი სამუშაოები - პრემიერ-მინისტრი ადგილზეა და თავად ხელმძღვანელობს პროცესს - ოპოზიცია და NGO-ები ცდილობენ პანიკა დათესონ

[გურიაში] ბევრ სოფელთან უკვე აღდგა კავშირი, მიდის გაწმენდითი სამუშაოები. ვისაც აქვს საჭიროებები, მათ შორის, პირველადი დანიშნულების სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად მიეწოდებათ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი იმყოფება ადგილზე და პროცესს თავად ხელმძღვანელობს.

„რაც შეეხება სტიქიას, საზოგადოება ხედავს, მათ შორის, ადგილზე, რომ მიდის ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები იმისთვის, რომ დიდთოვლობისგან გამოწვეული კომუნიკაციის შეფერხებები აღმოიფხვრას. პრემიერ-მინისტრი არის ადგილზე, გურიაში. თუმცა იცით, რომ სხვა რეგიონებშიც არის დიდთოვლობა, მაგრამ არა იმ მასშტაბისა და სიმძიმის, როგორც გურიაში. პრემიერ-მინისტრი ადგილზეა და თავად ხელმძღვანელობს ამ პროცესს. ვითარებას ართულებს ის, რომ თოვა არ წყდება, საჭიროებაა ხელახალი გაწმენდითი სამუშაოების, აქედან გამომდინარე ასეთ პირობებში მუშაობა რთულია. იცით, რომ ბევრ სოფელთან უკვე აღდგა კავშირი, მიდის გაწმენდითი სამუშაოები. ვისაც აქვს საჭიროებები, მათ შორის პირველადი დანიშნულების სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად მიეწოდებათ. ამ პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, პოლიციის დანაყოფები, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები არიან ჩართულნი. ასევე, ექიმები, რომლებიც ინტენსიურად მუშაობენ. მთლიანად პროცესი არის კონტროლის ქვეშ და მიდის ის სამუშაოები, რაც საჭიროა.

ამასთან ერთად, უკვე მერამდენეჯერ ვნახეთ, რომ როცა საჭიროა საზოგადოების ერთიანობა, კონცენტრირება საქმეზე, ზუსტად იმ მომენტში ვხედავთ ოპოზიციას, მის მედიას და „ენჯეოებს“, რომლებიც ზურგში დანას სცემენ ქართულ საზოგადოებას. აშკარა ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ დათესონ პანიკა, შეიტანონ დაბნეულობა საზოგადოებაში, ისედაც რთული ემოციური ფონის არსებობისას, კიდევ უფრო დაამძიმონ და გააღიზიანონ საზოგადოება, რაც არ ჯდება არანაირ მედია და ადამიანურ სტანდარტში. გუშინდელი ჩემი კომენტარიც იყო პირდაპირ სპეკულაციურად დაჩეხილი. მიზანი გასაგებია - პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ ყველა ასეთი შემთხვევა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ასეთ დროს მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანობა, თუმცა ამას შეჩვეულები ვართ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოპოზიცია, მისი მედია და „ენჯეოები“ ჩვენს საზოგადოებას ზურგში დანას ურტყამს და სოლიდარობის, ემპათიისა და გვერდში დგომის ნაცვლად, ვხედავთ ფეხის დადებას ამ ადამიანების მხრიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო