შალვა პაპუაშვილი „ფარას“ ქართულ ანალოგზე - განზრახ არის დატოვებული ტერმინები, რომ სპეკულაციისთვის ერთი გრამი შესაძლებლობაც არ დაგვეტოვებინა - ერთადერთი გზაა, თქვან, რომ აშშ არის ცუდი და ამას ლიბერალური ინტერნაციონალი ვერ იტყვის

განზრახ არის დატოვებული ტერმინები, რომელიც გამოყენებულია ამერიკულ „ფარაში“, რომ სპეკულაციისთვის ერთი გრამი შესაძლებლობაც არ დაგვეტოვებინა - ერთადერთი გზა, რომ ჩვენ მიერ ახლად დაინიცირებული კანონი გააკრიტიკონ ისაა, თქვან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ცუდი და ამას ლიბერალური ინტერნაციონალი, თავისთავად, ვერ იტყვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ფარას“ სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი პროექტის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი „ფარას“ იდენტურია, ახლა კი პარლამენტი მას ტერმინოლოგიურად მოარგებს ქართულ რეალობას.

„ჩვენ სიტყვა-სიტყვით დავაინიცირეთ ამერიკული ფარა, მათ შორის განზრახ დატოვებულია ტერმინები, რომელიც გამოყენებულია ამერიკულ „ფარაში“, რომ სპეკულაციისთვის ერთი გრამი შესაძლებლობაც არ დაგვეტოვებინა, რომ არ თქვა, იქ სხვა რამე წერია და აქ სხვა.

ახლა იდენტურია - ყველა ტერმინი, სიტყვა, მძიმე, წერტილი არის იდენტური და ახლა, პარლამენტი უკვე ტერმინოლოგიურად მოარგებს ამას ქართულ რეალობას. მაგრამ მგონი ყველა შეთანხმდა, რომ ეს არის ამერიკული „ფარა“. ამერიკა რომ გამჭვირვალობის პრინციპის კრიტიკოსებისთვის სამაგალითო და მისაბაძი ქვეყანაა, ესეც ყველამ ვიცით. ამიტომ, თუ უნდათ ამერიკის შეერთებული შტატები აკრიტიკონ, იციან, სად არის ამერიკის საელჩო. ვნახეთ, მათ ლიბერალურ ისტორიაში პირველად გუშინ, როგორ შეუვარდნენ აშშ-ის საელჩოს ვებ-გვერდს. ფაქტობრივად, აშშ-ის საელჩომ თავის თავზე იგრძნო ის, რასაც დიდი ხანია მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოებისგან“ ვგრძნობთ ხელისუფლება და საზოგადოება - ბულინგს, ზიზღის ენას, მუქარას, რომელიც მოედინებოდა ხოლმე ქართველი სუბიექტების მიმართ. გუშინ ვნახეთ ეს სრულად გადაღვრილი ამერიკის შეერთებული შტატების „ფეისბუქ“ გვერდზე. ამას მკაცრად აღიქვამს ვინმე, თუ არამკაცრად, ეს უკვე მათი საკითხია, მთავარია ერთი რამ - ეს არის იდენტური ამერიკულთან. თუ რაიმე პრეტენზია აქვთ, მაშინ უნდა აკრიტიკონ ამერიკა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, დღეს ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები დაკავებული არიან საქართველოს ციხის შიგნიდან მსხვრევით და მტვრევით.

„უნდა მოემზადონ არჩევნებისთვის, ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დანიშნავს. როცა ამ არჩევნებს დანიშნავენ, პრეზიდენტის და პრემიერის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ და გამოიტანენ სამსჯავროზე თავის სამარცხვინო ქცევას. კიდევ ერთხელ, ამ სამარცხვინო ქცევას განაჩენს ქართული საზოგადოება გამოუტანს, რაც არაერთხელ მომხდარა და ეს კიდევ ერთხელ განმეორდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

შალვა პაპუაშვილი „ფარას“ ქართულ ანალოგზე - განზრახ არის დატოვებული ტერმინები, რომ სპეკულაციისთვის ერთი გრამი შესაძლებლობაც არ დაგვეტოვებინა - ერთადერთი გზაა, თქვან, რომ აშშ არის ცუდი და ამას ლიბერალური ინტერნაციონალი ვერ იტყვის

განზრახ არის დატოვებული ტერმინები, რომელიც გამოყენებულია ამერიკულ „ფარაში“, რომ სპეკულაციისთვის ერთი გრამი შესაძლებლობაც არ დაგვეტოვებინა - ერთადერთი გზა, რომ ჩვენ მიერ ახლად დაინიცირებული კანონი გააკრიტიკონ ისაა, თქვან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ცუდი და ამას ლიბერალური ინტერნაციონალი, თავისთავად, ვერ იტყვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ფარას“ სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი პროექტის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი „ფარას“ იდენტურია, ახლა კი პარლამენტი მას ტერმინოლოგიურად მოარგებს ქართულ რეალობას.

„ჩვენ სიტყვა-სიტყვით დავაინიცირეთ ამერიკული ფარა, მათ შორის განზრახ დატოვებულია ტერმინები, რომელიც გამოყენებულია ამერიკულ „ფარაში“, რომ სპეკულაციისთვის ერთი გრამი შესაძლებლობაც არ დაგვეტოვებინა, რომ არ თქვა, იქ სხვა რამე წერია და აქ სხვა.

ახლა იდენტურია - ყველა ტერმინი, სიტყვა, მძიმე, წერტილი არის იდენტური და ახლა, პარლამენტი უკვე ტერმინოლოგიურად მოარგებს ამას ქართულ რეალობას. მაგრამ მგონი ყველა შეთანხმდა, რომ ეს არის ამერიკული „ფარა“. ამერიკა რომ გამჭვირვალობის პრინციპის კრიტიკოსებისთვის სამაგალითო და მისაბაძი ქვეყანაა, ესეც ყველამ ვიცით. ამიტომ, თუ უნდათ ამერიკის შეერთებული შტატები აკრიტიკონ, იციან, სად არის ამერიკის საელჩო. ვნახეთ, მათ ლიბერალურ ისტორიაში პირველად გუშინ, როგორ შეუვარდნენ აშშ-ის საელჩოს ვებ-გვერდს. ფაქტობრივად, აშშ-ის საელჩომ თავის თავზე იგრძნო ის, რასაც დიდი ხანია მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოებისგან“ ვგრძნობთ ხელისუფლება და საზოგადოება - ბულინგს, ზიზღის ენას, მუქარას, რომელიც მოედინებოდა ხოლმე ქართველი სუბიექტების მიმართ. გუშინ ვნახეთ ეს სრულად გადაღვრილი ამერიკის შეერთებული შტატების „ფეისბუქ“ გვერდზე. ამას მკაცრად აღიქვამს ვინმე, თუ არამკაცრად, ეს უკვე მათი საკითხია, მთავარია ერთი რამ - ეს არის იდენტური ამერიკულთან. თუ რაიმე პრეტენზია აქვთ, მაშინ უნდა აკრიტიკონ ამერიკა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, დღეს ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები დაკავებული არიან საქართველოს ციხის შიგნიდან მსხვრევით და მტვრევით.

„უნდა მოემზადონ არჩევნებისთვის, ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დანიშნავს. როცა ამ არჩევნებს დანიშნავენ, პრეზიდენტის და პრემიერის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ და გამოიტანენ სამსჯავროზე თავის სამარცხვინო ქცევას. კიდევ ერთხელ, ამ სამარცხვინო ქცევას განაჩენს ქართული საზოგადოება გამოუტანს, რაც არაერთხელ მომხდარა და ეს კიდევ ერთხელ განმეორდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა