შალვა პაპუაშვილი - გარანტიას გაძლევთ, რომ ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებს და პრემიერ-მინისტრს არ აქვთ ისე ხშირად კომუნიკაცია მედიასთან, როგორც მე და საქართველოს პრემიერ-მინისტრს - ერთადერთი, აშშ-ს პრეზიდენტი გვისწრებს

როგორც სახელმწიფოა პასუხისმგებელი, რომ მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა, მედია სტანდარტთან მიმართებითაც სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობას - შუქნიშანი გამორთულია, უნდა ჩავრთოთ ეს შუქნიშანი, რომ ამუშავდეს წესები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს „მაუწყებლის შესახებ“ კანონში დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს მმართველი პარტიის ლიდერებს მედიასთან ხშირი კომუნიკაცია აქვთ, სხვა ქვეყნის ლიდერებისგან განსხვავებით.

„მე გარანტიას გაძლევთ, რომ ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატის არცერთ თავმჯდომარეს ისე ხშირად არ აქვს კომუნიკაცია მედიასთან, ფართო სპექტრთან, როგორც მაქვს მე. გარანტიას გაძლევთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრს ისე ხშირად არ აქვს მედიასთან კომუნიკაცია, როგორც ეს აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ერთადერთი, ბოლო პერიოდში ვატყობთ, რომ ამერიკის პრეზიდენტი გვისწრებს, ყოველდღე აქვს მედიასთან კომენტარები, თუმცა სხვა მხრივ რომ შეხედოთ, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები, ლიდერები არიან მედიასთან არა უბრალოდ ბრიფინგით, ან გამოსვლით, ფაქტობრივად, Hard Talk რეჟიმში, ერთსაათიანი „ტოქშოუები“ იმართება ასეთი კომენტარების სახით.

რაც შეეხება მედია სტანდარტს, სტანდარტზე ვთანხმდებით. მივიჩნიოთ, რომ ეს არის შუქნიშანი, სადაც არის წითელი, ყვითელი, მწვანე ფერები და ვიცით, რას ნიშნავს წითელი, ყვითელი და რას მწვანე. წარმოიდგინეთ, შუქნიშანი რომ არსებობდეს და ეს შუქნიშანი იყოს გამორთული, ასეთი მდგომარეობა გვაქვს ჩვენ ჟურნალისტურ სტანდარტებთან დაკავშირებით. შუქნიშანი დგას ყველა მანქანისთვის, სახელმწიფო მანქანისთვის, კერძოსთვის და ყველა უნდა დაემორჩილოს წესებს. ამ წესებზე ყველა ვთანხმდებით ანუ შუქნიშანზე. უბრალოდ ეს შუქნიშანი დღეს არის გამორთული, ეს კანონი აკეთებს იმას, რომ უნდა ჩავრთოთ ეს შუქნიშანი, რომ ამუშავდეს ეს წესები. დღეს ეს წესები არ მუშაობს. როგორც საგზაო მოძრაობაში სახელმწიფოა პასუხისმგებელი, რომ მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა, აქაც სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობას. თვითრეგულირება რომ იყოს საგზაო მოძრაობაში, გვექნებოდა კოლაფსი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ორი პაკეტი დააინიციირა. ცვლილებების მიხედვით, მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების - ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება აიკრძალება. ამასთან, ერთად იკრძალება, უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს