ანა დოლიძე ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის წარმომადგენელს შეხვდა

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის წარმომადგენელს შეხვდა.

დოლიძის თქმით, ის აწარმოებს შეხვედრებს, რათა საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ჰქონდეთ ევროკავშირიდან ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობა.

„დიდი ხანია ვამბობ, რომ საქართველო და ის ადამიანები, რომლებიც დღეს საქართველოში თავისუფლების დასაცავად აქტიურობენ, ევროკავშირიდან ფინანსურ მხარდაჭერას იმსახურებენ. ამისთვის ვაწარმოებ კამპანიას. ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლებთან შეხვედრა მქონდა, იმის გასარკვევად, თუ რამდენად მუშავდება მსგავსი ფინანსური მხარდაჭერა ქართველი ხალხისთვის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ინფორმაციას დოლიძის პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში