თავდაცვის მინისტრი - ამ დროისთვის, ჩვენს წინაშე დასმული ამოცანისთვის მობილიზებული ძალები საკმარისია, დამატებითი საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე საათში შევძლებთ დამატებითი ძალების ჩართვას

ამ დროისთვის, ჩვენს წინაშე დასმული ამოცანისთვის ჩვენი მობილიზებული ძალები საკმარისია, დამატებითი საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე საათში შევძლებთ დამატებითი ძალების ჩართვას,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გურიაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დახმარების მიზნით, ჯარისკაცები უშუალოდ არიან კონკრეტულ სოფლებში.

„პრემიერის დავალებით, თავდაცვის ძალები უკვე მონაწილეობენ სტიქიასთან გამკლავების ღონისძიებებში, მობილიზებულია რამდენიმე ათეული სპეციალური ტექნიკა, რომელიც გამოიყენება იმისთვის, რათა მივიდეთ ისეთ ადგილებში, სადაც მისვლა გართულებულია, ამავე დროს ჩვენი ძალები ჩართულები არიან გაწმენდით სამუშაოებში. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, ჯარისკაცები უშუალოდ არიან კონკრეტულ სოფლებში, სადაც შედიან ოჯახ-ოჯახ.

იმ ადამიანებთან, ვისაც ყველაზე უფრო მეტად სჭირდებათ დახმარება კომუნიკაცია მყარდება, თუ არსებობს რაიმე საშუალება, რითაც შეუძლიათ ადგილზე მიაწოდონ საკვები თუ მედიკამენტი ამასაც უზრუნველყოფენ. ამავე დროს, მათ ოპერატიული კავშირი აქვთ თითოეულ შტაბთან, ეს საშუალებას იძლევა, მათ მიაწოდონ ოპერატიული ინფორმაცია შტაბებს, დამატებითი საჭიროების შემთხვევაში სხვა ჯგუფებიც მივიდნენ. რამდენიმე ასეული ჯარისკაცია მობილიზებული, სხვა საჭიროების არსებობის შემთხვევაშიც, მომავალშიც შეგვიძლია დამატებითი ძალის გამოყენება. ამ ეტაპზე ასეთი დავალება არ არის“,- აღნიშნა ჩიქოვანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია