ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე - ტყუილი თქვა! - აქტიურ კამპანიას აწარმოებდნენ სანქციებთან დაკავშირებით, თუმცა, საბოლოო ჯამში, უკან დახევა მოუწიათ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა ტყუილი თქვა, როდესაც განაცხადა - „როცა საქართველომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარი თქვა, მაშინ არც იყო დაწესებული სანქციები“.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თავის დროზე, სანქციებთან დაკავშირებით აქტიური კამპანია იწარმოებოდა.

„ტყუილი თქვა, გამომდინარე იქიდან, რომ რთულ მდგომარეობაში არიან. ისინი თავის დროზე აქტიურ კამპანიას აწარმოებდნენ სანქციებთან დაკავშირებით, თუმცა, საბოლოო ჯამში, უკან დახევა მოუწიათ, გამომდინარე იქიდან, რომ მათ შორის, საზოგადოებას განსხვავებული ჰქონდა ამ საკითხის მიმართ. სანქციების დაწესების შემთხვევაში მოხდებოდა ესკალაცია, ჩამოიქცეოდა ეკონომიკა, ყველაფერი იყო დღესავით ნათელი, თუმცა ამას ითხოვდნენ ხელისუფლებისგან თავის დროზე ეს ადამიანები. დღეს სათქმელი არაფერი აქვთ, აქედან გამომდინარე, უწევთ ტყუილების ლაპარაკი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი