ნიკოლოზ სამხარაძე - სამი წლის თავზე ვხედავთ, რომ უკრაინა უფსკრულის პირასაა - კითხვის ნიშნის ქვეშ დგას შეინარჩუნებს არა თუ ყირიმს და დონბასს, არამედ იმ ტერიტორიას, რომელსაც დღეს რუსეთი აკონტროლებს

სამი წლის თავზე ვხედავთ, რომ ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა უკრაინა უფსკრულის პირასაა - დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას შეინარჩუნებს არა თუ ყირიმს და დონბასის იმ ტერიტორიებს, რომელიც 2022 წლამდე მის შემდგენლობაში იყო, არამედ იმ დიდ ტერიტორიას, რომელსაც დღეს რუსეთი აკონტროლებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა.

სამხარაძის თქმით, „ყველა შედეგი რომ გვერდზე გადავდოთ, ეს უკვე არის ძალიან მძიმე ტრაგედია და დიდი კატასტროფა უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის".

„რაც შეეხება საქართველოს, მარტივი პრინციპით ვიხელმძღვანელეთ - ეს იყო საქართველოს ინტერესების პირველ რიგში დაყენება. გვესმის, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, თუმცა მის ინტერესებს საქართველოზე წინ ვერ დავაყენებდით. ამ ომში თითქმის მთელი მსოფლიო არის ჩართული - ზოგი უშუალოდ აგრესორია, ზოგი უკრაინას იარაღს და ფინანსებს აწვდის, ზოგს სხვადასხვა სახის დიპლომატიური განცხადებები აქვს. ეს არ იყო ლოკალური ომი და მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირება. რეალურად, ეს საკმაოდ მძიმე გლობალურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გლობალურ დაპირისპირებაში საქართველოს ხელისუფლების ამოცანა იყო, რომ ჩვენი ქვეყანა გადაგვერჩინა. ეს იყო ერთადერთი ამოცანა. მართალია, ეს ომი არ დამთავრებულა, თუმცა სულ უფრო ნაკლები რისკი რჩება იმის, რომ საქართველოს ამ ომის სიმძიმე პირდაპირ შეეხოს.

რა თქმა უნდა, ჯერ უნდა მოვითმინოთ, სანამ ცეცხლი საბოლოოდ არ შეწყდება და არ მოხდება სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, მანამდე ძალიან ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ. ის მონაპოვარი, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში გვაქვს, არის მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა, ეს უნდა შევინარჩუნოთ ბოლომდე, სანამ დიდი დაპირისპირება არ დასრულდება“, - განაცხადა მედიასთან ნიკოლოზ სამხარაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში