ლევან მახაშვილი - არჩევნების მატარებელმა ჩაიარა

არჩევნების მატარებელმა ჩაიარა! - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ლევან მახაშვილმა პარლამენტის ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე დასმულ კითხვას.

მან ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ რაც უფრო მალე დაუბრუნდება ოპოზიცია ნორმალ პროცესებს, მით უკეთესი იქნება მათთვის.

"თუ მაინც და მაინც არჩევნებზე საუბარი სურთ, ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის და მოსახლეობას ანახონ, რა გოგოები და ბიჭები არიან - რა ტიპის მხარდაჭერა აქვთ!", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა და როგორც განაცხადა, ახალი არჩევნების დანიშვნა უალტერნატივოა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება