ნიკა გვარამია - უკვე უნდა გადავიდეთ პოლიტიკურ შეტევაზე

ჩვენ უკვე უნდა გადავიდეთ პოლიტიკურ შეტევაზე - ბიძინა ივანიშვილს უნდა გამოვტაცოთ არჩევნები, ოღონდ სამართლიანი პირობებით არჩევნები, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენესთან ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ხალხი ქუჩებში არის ცვლილებების აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი წინაპირობა. მუშაობა უნდა გაგრძელდეს ყველგან - „ქუჩებში, რეგიონებში, დედაქალაქებში, რათა შენარჩუნდეს არაღიარების ხაზი, ეს აუცილებელი და გადამწყვეტია“.

„საქართველოში რთული ვითარებაა ძალიან. მთავარი, რაც ამ, სირთულეს ქმნის, ეს არის ხელისუფლების მიმტაცებელი ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი. ვარ ძალიან ოპტიმისტურად, სანამ ვხედავ ბრძოლის ორიენტირს, სანამ ვიცი რა უნდა ვაკეთო რეჟიმის წინააღმდეგ. მეც და ყველა პოლიტიკოსი და თქვენც, ყველანი გავაკეთებთ იმას, რომ რეჟიმი შეიცვალოს. ვერ მოასწრებს კანონები ისე ამოქმედებას, რომ დახუროს ყველა NGO, დახუროს ყველა ტელევიზია და მოკლას ყველა პარტია. ვერ მოასწრებს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილზე დრო აღარ მუშაობს. ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ უკვე უნდა გადავიდეთ პოლიტიკურ შეტევაზე. ხალხი ქუჩებში არის აუცილებელი წინაპირობა ცვლილებების, მაგრამ არასაკმარისი წინაპირობაა. უნდა ვიმუშაოთ ყველგან: ქუჩებში, რეგიონებში, დედაქალაქებში, რათა შენარჩუნდეს არაღიარების ხაზი, ეს აუცილებელი და გადამწყვეტია. ბიძინა ივანიშვილს უნდა გამოვტაცოთ არჩევნები, ოღონდ სამართლიანი პირობებით არჩევნები. ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, ჩემთვის ძალიან გასაგებია, ზუსტად ვიცი სადამდე მივა, აგროვებს პოლიტპატიმრებს, ცუდ კანონებს და შემდეგ იტყვის, აი, ახლა პატიმრებსაც გამოვუშვებ, კანონებსაც გავაუქმებ და ოპოზიცია დაბრუნდეს პარლამენტში, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. „შარლ მიშელ 2“ არ იქნება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი