დიმიტრი ცქიტიშვილი - მთავარი ბრძოლა არის ის, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, დაინიშნოს არჩევნები

ევროპულ სტრუქტურებში ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ შენარჩუნებული და გადაწყვეტილებებიც ისე იქნება მიღებული, როგორც ამ კრიტიკულ ვითარებას შეესაბამება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ევროპარლამენტის საქართველოზე მუდმივ მომხსენებელ, რასა იუკნევიჩიენესა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის თემა არ იყო სანქციები.

„საინტერესო შეხვედრა იყო, გავუზიარეთ რა სიახლეებია მიმდინარე პროცესებში. მათთვისაც საინტერესო იყო, როგორც იცით, რასა არის საქართველოზე მომხსენებელი, მისი პირადი ჩართულობა განაპირობებს ევროპულ კლიმატს. ევროპულ სტრუქტურებში ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ შენარჩუნებული და გადაწყვეტილებებიც ისე იქნება მიღებული, როგორც ამ კრიტიკულ ვითარებას შეესაბამება.

დღეს არ იყო საუბარი სანქციებზე, ვერც იქნებოდა, რადგან სანქციები ევროკომისიის გადასაწყვეტია. ის ქმედებები, რომელიც შეიძლება სანქციების კუთხით ვერ განხორციელდეს, დიდი ალბათობით განხორციელდება ნაციონალურ დონეზე ევროპული ქვეყნების მიერ - „ქართული ოცნების“ არ აღიარება და იზოლაცია გაგრძელდება.

ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ვითარების გაუარესება და იმ ბენეფიტების დაკარგვა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაში აქვს მიღებული“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამასთან, ცქიტიშვილმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ახალი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ საკითხები, რომელიც ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებულ გეგმაშია, შეხვედრების დროს ყოფილა განხილული.

„გარკვეული კოორდინაცია იყო ამაზე. როდესაც არჩევნების საკითხი დღის წესრიგში დადგება, ამ მომენტისთვის გვქონდეს ძირითადი საკითხები ჩამოყალიბებული და როგორ შეიძლება ეს არჩევნები ჩატარდეს. ამას სჭირდება საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობა, ადგილობრივი დამკვირვებლების კარგად მომზადება. ამ საკითხების ირგვლივ მიმდინარეობს დისკუსიები, თუმცა მთავარი ბრძოლა არის ის, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ დაინიშნოს არჩევნები.

საკითხები, რაც მანდ არის დასმული, გარკვეულწილად არის განხილვის საგანი ჩვენ შორის. იქნება ეს შეხვედრა პრეზიდენტთან თუ პარტიებს შრის. ასე დეტალურად ეს ხუთი პუნქტი არ იყო განხილული, თუმცა ამ საკითხებზე მსჯელობა პერმანენტულად მიმდინარეობს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის