გიორგი ვაშაძე - თვითმარქვია რეჟიმი ახლა ნიჰილიზმის დათესვას ცდილობს, მაგრამ მერწმუნეთ, ნერვიულობენ - დრო მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს და არა სასარგებლოდ

ჩვენ, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, არჩევნების შესახებ დოკუმენტი გვაქვს შემუშავებული, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ახალი არჩევნების გეგმის საკითხს გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების საერთო მიდგომებსა და მყარ, ერთიან პოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

“მოდი, პირდაპირ ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილთან ბოლო შეხვედრაზე ჩვენ გვქონდა სწორედ ამაზე საუბარი - ჩვენ საერთო მიდგომებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. როცა ვამბობთ, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, როგორ უნდა ჩატარდეს? როგორ ვახდენთ რესურსების მობილიზებას? როგორ არ ვაძლევთ მეორე მხარეს საშუალებას, რომ გადაწეროს ისევ არჩევნების შედეგები? - ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამაზე დოკუმენტიც გვაქვს შექმნილი სალომე ზურაბიშვილთან ერთად, რომელშიც მკაფიოდ არის ეს ყველაფერი ჩამოყალიბებული და, ალბათ, გარკვეული პერიოდის შემდგომ ამას მოეფინება კიდეც დღის სინათლე, მაგრამ ახლა მთავარი საკითხი არის მყარი, ერთიანი პოზიცია.

ერთი რამ უნდა გვესმოდეს - მეორე მხარე, ანუ თვითმარქვია რეჟიმი ახლა ჩვენში ნიჰილიზმის დათესვას ცდილობს, მაგრამ, მერწმუნეთ, ისინი გაცილებით უფრო ნერვიულობენ. უბრალოდ წარმოიდგინეთ - შენ ხარ ხელისუფლებაში, მაგრამ არავინ არ გაღიარებს, ესე იგი არ ხარ ხელისუფლებაში - აი, ამ რეალობაშია ირაკლი კობახიძეც და აბსოლუტურად ყველა და რაც უფრო დრო გადის, მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს დრო და არა მათ სასარგებლოდ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ