გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას” გულგრილობაში ვადანაშაულებ, რამდენი ტექნიკა აქვთ ნაყიდი, რომ თავი დაიცვან, როცა ხალხის პრობლემაა, არაფერი - ცენტრალური მაგისტრალი არ არის გაწმენდილი და ვამბობთ, რომ ქვეყანა უნდა იყოს შუა დერეფანი

სოფლების გზები კი არა, ცენტრალური მაგისტრალი არ არის გაწმენდილი. ვამბობთ, რომ ქვეყანა უნდა იყოს შუა დერეფანი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი, ლოჯისტიკური ცენტრი და მაგისტრალური გზა, რომელმაც ევროპა და აზია ერთმანეთს უნდა დააკავშიროს და ამით შემოსავალი უნდა მიიღოს, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” დასავლეთ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

ვაშაძე “ქართულ ოცნებას” გულგრილობაში ადანაშაულებს.

მისი განმარტებით, კრიზისების მართვა არის სისტემური დოკუმენტები, რომლებშიც გაწერილია რეაგირების მექანიზმები - რა უნდა ხდებოდეს და ვინ რა ფუნქციას უნდა ასრულებდეს კრიზისის დროს.

“ქართულ ოცნებას” ვადანაშაულებ გულგრილობაში. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ თავისი კაბინეტი აწუხებთ, ხელისუფლებაში ყოფნა აწუხებთ, ძალაუფლების მიტაცება აწუხებთ. აბა, საპროტესტო აქცია ყოფილიყო, როგორი მობილიზებულები იქნებოდნენ პოლიციით, სპეცრაზმით, ბათუმიდან, ზუგდიდიდან, გორიდან ჩამოიყვანდნენ სპეცრაზმს; აბა, პარლამენტში მათი ტყავი ყოფილიყო დასაცავი, რა დღეში ჩავარდებოდნენ, რამდენ მძიმე ტექნიკას გამოიყვანდნენ, რამდენი ახალი ტექნიკა აქვთ ნაყიდი იმისთვის, რომ თავიანთი თავი დაიცვან. აი, როცა ხალხის პრობლემაა და ხალხის ინტერესია, მაშინ არაფერი.

თუ შენს თავს პრემიერ-მინისტრს უწოდებ, როგორ უნდა დაჯდე, როგორ უნდა გამოდიოდე… იმ დღეს, როდესაც ხალხი თოვლში იყვნენ გამოკეტილი, ეს ადამიანი გამოდიოდა და ევროკავშირის ელჩს თავს ესხმოდა, ანუ, ევროკავშირის ელჩზე თავდასხმისთვის მოიცალა, მაგრამ გაჭირვებაში მყოფი ხალხისთვის ვერ მოიცალა. სოფლების გზები კი არა, ცენტრალური მაგისტრალი არ არის გაწმენდილი. ვამბობთ, რომ ქვეყანა უნდა იყოს შუა დერეფანი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი, ლოჯისტიკური ცენტრი და მაგისტრალური გზა, რომელმაც ევროპა და აზია ერთმანეთს უნდა დააკავშიროს და ამით შემოსავალი უნდა მიიღოს ქვეყანამ - არ იყო გაწმენდილი.

ოდესმე ამ ქვეყანაში პროფესიონალებს ხომ უნდა მოვუსმინოთ? კრიზისების მართვა ის კი არ არის, ველოდი-არ ველოდი. ეს არის სისტემური დოკუმენტები, რომლებშიც გაწერილია რეაგირების მექანიზმები - რა უნდა ხდებოდეს, ვინ რა ფუნქციას უნდა ასრულებდეს, სად არის თვითმმართველობის ფუნქცია, სად არის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ფუნქცია, სად არის პრემიერის ფუნქცია, სად არის მძიმე ტექნიკის ფუნქცია - მძიმე ტექნიკაზე პასუხისმგებელ თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს გაიდლაინი - ვინ რას აკეთებს ასეთ დროს.

სულ რომ პროგნოზი არ იცოდე და ასეთი რამ მოხდეს, სისტემა მყისიერად უნდა ირთვებოდეს ხალხის დასახმარებლად, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც კორუფციამ შეჭამა ყველაფერი”, - განაცხადა ვაშაძემ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ