ლევან მგალობლიშვილმა ზუგდიდში სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად დევნილთა განსახლების ადგილებში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული ვითარება შეაჯამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, აფხაზეთის მთავრობაში შექმნილ სამუშაო ჯგუფის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დევნილთა განსახლების ადგილებში, დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული ვითარება შეაჯამა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის დელეგატი საქართველოს პარლამენტში დავით კოდუა, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი საქართველოს პარლამენტში ილია ინჯია და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, ცენტრალურ უწყებებთან აქტიური კოორდინაციის საფუძველზე დაიგეგმა დროებით დევნილი მოსახლეობის დასახმარებლად ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები.

„სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და რწმუნებულებთან, მერებთან, დელეგატებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან სრული კოორდინაციით ახორციელებს პრობლემური საკითხების გამოვლენას და მასზე დროულ რეაგირებას“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

სამუშაო ჯგუფის წევრები ამ დრომდე დასავლეთ საქართველოში რჩებიან და დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების იდენტიფიცირებას და მოსახლეობის დახმარებას ადგილზე აგრძელებენ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა