ირაკლი კობახიძე - გვარამია და რასა ერთად რა რესურსის მატარებლები არიან კარგად მოგეხსენებათ - მათ არავითარი რესურსი არ აქვთ - ფაქტია, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას

გვარამია და რასა ერთად რა რესურსის მატარებლები არიან კარგად მოგეხსენებათ. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას გაკეთებული განცხადება, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენესთან შეხვედრის შემდეგ, სადაც ის აღნიშნავდა რომ „მუშაობა უნდა გაგრძელდეს ყველგან და უნდა გადავიდნენ პოლიტიკურ შეტევაზე“.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსგავს განცხადებებს ვისმენთ მრავალი წელია.

„გვარამია და რასა ერთად რა რესურსის მატარებლები არიან კარგად მოგეხსენებათ. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, ეს არის ცარიელი განცხადებები, ასეთი განცხადებებს ვისმენთ მრავალი წელია, შეუძლიათ აკეთონ ასეთი განცხადებები. ფაქტია, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას და განვითარებას როგორც ეკონომიკური, ისე დემოკრატიული-პოლიტიკური თვალსაზრისით“, - აღნიშნა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, გუშინ, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ოპოზიციონერი ლიდერებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ჩვენ უკვე უნდა გადავიდეთ პოლიტიკურ შეტევაზე - ბიძინა ივანიშვილს უნდა გამოვტაცოთ არჩევნები, ოღონდ სამართლიანი პირობებით არჩევნები“.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ხალხი ქუჩებში არის ცვლილებების აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი წინაპირობა.

„მუშაობა უნდა გაგრძელდეს ყველგან - „ქუჩებში, რეგიონებში, დედაქალაქებში, რათა შენარჩუნდეს არაღიარების ხაზი, ეს აუცილებელი და გადამწყვეტია“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი