ირაკლი კობახიძე - დღეს გავეცანით აჭარაში არსებულ მდგომარეობას - პრობლემები ყველაზე მეტად იყო ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად, გზები არსებითად არის გაწმენდილი

ჩვენ დღეს გავეცანით აჭარაში არსებულ მდგომარეობას. ამ დღეების განმავლობაში ინტენსიურად წარიმართებოდა სამუშაოები, პრობლემები ყველაზე მეტად იყო ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად, გზები არსებითად არის გაწმენდილი - როგორც გვითხრეს, მაქსიმუმ ხვალისთვის ყველგან იქნება ჩართული ელექტროენერგიაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებთან განაცხადა.

კობახიძე ამბობს, რომ ის აჭარის რეგიონში არსებულ ვითარებას გაეცნო და აღნიშნა, რომ სამუშაოები ინტენსიურად წარიმართა.

„იცით, რომ ძირითადად გურიაზე ვართ კონცენტრირებული, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე მეტი პრობლემა ამ რეგიონშია, თუმცა ჩვენ დღეს გავეცანით აჭარაში არსებულ მდგომარეობას. ამ დღეების განმავლობაში ინტენსიურად წარიმართებოდა სამუშაოები. როგორც მოგეხსენებათ, პრობლემები ყველაზე მეტად იყო ბათუმში, ქობულეთში, ასევე ხელვაჩაურში, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად, გზები არის არსებითად გაწმენდილი. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას - არის ლოკალური შემთხვევები, თუმცა, როგორც გვითხრეს, მაქსიმუმ ხვალისთვის ყველგან იქნება ჩართული ელექტროენერგიაც,“ - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მან დიდთოვლობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ „ამ განცხადებებს ნაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ“.

„ეს მათი ხასიათია უბრალოდ და როგორც ჩანს, მათი დაკვეთაა. ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული თავიდან ბოლომდე პრობლემების მოგვარებაზე და რა თქმა უნდა, ნაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ განცხადებებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, პრემიერმა გურიაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსახლეობის, დაახლოებით, 20%-ს დღეს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

„გურიაში რჩება მეტი პრობლემა. მათ შორის, გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს. უნდა აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება. მოსახლეობის დაახლოებით, 20%-ს არ მიეწოდება დღეს ელექტროენერგია. აქ არის, რა თქმა უნდა, ინტენსიური სამუშაოები ჩასატარებელი. ჩვენ დავბრუნდებით ახლა გურიაში და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დავინტერესდებით არსებული მდგომარეობით და გვექნება მითითებები იმასთან დაკავშირებით, სრულად როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა საკითხი,“ - აღნიშნა კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები