ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობა შანტაჟია

რეალურად, ეს არის უსუსური შანტაჟის მცდელობა - ეს საინტერესო არავისთვის არაა, უბრალოდ სამწუხარო რეალობაა, რასაც ხაზი უნდა გაესვას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობას შეეხებოდა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ეს შანტაჟი” სამი წლის წინ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო.

„ეს შანტაჟია, რომელიც უკვე, სამი წელია გრძელდება. უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო ეს შანტაჟიც. ჯერ იყო დე-ფაქტო სანქციები, ახლა უკვე ფორმალური სანქციებით მუქარა და შანტაჟია. ეს საინტერესო არავისთვის არაა, უბრალოდ სამწუხარო რეალობაა, რასაც ხაზი უნდა გაესვას.

რეალურად, ეს არის უსუსური შანტაჟის მცდელობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს შანტაჟი სამი წლის წინ, უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო. თქვენ იცით, რომ კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ ჩვენ მიმართ და მათ შორის, კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ უშუალოდ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ. შანტაჟი უკავშირდებოდა ამ ყველაფერს, მაგრამ, რა თქმა უნდა, უშედეგო იყო ეს იმიტომ, რომ არც ბიძინა ივანიშვილი და არც ხელისუფლება მთლიანად, შანტაჟის პირობებშიც არ გადადგამდა ისეთ ნაბიჯს, რომელიც პირდაპირ ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას”,- აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დოუთიმ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების ქმედებების მიმართ „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა.

ბრიტანელმა მინისტრმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა „მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაზე“ და აღნიშნა, რომ ეს სრულად მიუღებელია.

ამასთან, ბრიტანელმა მინისტრმა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე დასმულ კითხვაზე უპასუხა: „ყურადღებით ვაგრძელებთ საქართველოში ვითარებაზე დაკვირვებას, კომენტარს არ ვაკეთებთ პოტენციურ სამომავლო სანქციებზე, ვინაიდან, შედეგს შეამცირებს“.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში