მამუკა მდინარაძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე - თვითრეგულირების მკვდრადშობილი ნორმები გადმოვა რეალურ ცხოვრებაში და მის აღსრულებაზე კონტროლს დააწესებს სახელმწიფო, რადგან თვითრეგულირება ამას ვერ ახერხებს

[„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით] ახლა ერთადერთი რამ იცვლება - თვითრეგულირებიდან ეს გადმოდის სახელმწიფო რეგულირებაში. ანუ ნორმა არ იცვლება. ნორმები გადმოვა რეალურ ცხოვრებაში და მის აღსრულებაზე კონტროლს დააწესებს სახელმწიფო, რადგან თვითრეგულირება ამას ვერ ახერხებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თვითრეგულირების არ განხორციელებამ შექმნა მკვდრადშობილი ნორმები.

„ის, რაც იყო დღემდე რეგულაციის სახით, არცერთი პუნქტი არ იცვლება, ოღონდ ეს ყველაფერი მოქცეული იყო თვითრეგულირებაში, რაც არ ხორციელდებოდა. თვითრეგულირების არგანხორციელებამ შექმნა მკვდრადშობილი ნორმები იმიტომ, რომ თვითრეგულირება ამას ვერ ახერხებდა. მაგალითად ტელევიზიები თვითრეგულირების ნაწილში, იყვნენ აბსოლუტურად ინერტულები. როგორც აღმოჩნდა და ჩვენ ეს კარგად შევისწავლეთ, ბრიტანული მოდელიდან იყო ძირითადი ნორმები გადმოტანილი, მოდიფიცირებული, საქართველოს რეალობაზე მორგებული, რაც თქვენ, ყველა ჟურნალისტმა აღიარეთ. იყო უბრალოდ თვითრეგულირების სფეროში. ახლა ხდება ერთადერთი რამის შეცვლა, რომ თვითრეგულირებიდან ეს გადმოდის სახელმწიფო რეგულირებაში. ანუ ნორმა არ იცვლება. რაც ყველა ჟურნალისტს საქართველოში აღიარებული ჰქონდა, ის ნორმები გადმოვა რეალურ ცხოვრებაში და მის აღსრულებაზე კონტროლს დააწესებს სახელმწიფო, რადგან თვითრეგულირება ამას ვერ ახერხებს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ორი კანონპროექტი დააინიციირა. ცვლილებების მიხედვით, მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების - ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება აიკრძალება. ამასთან, ერთად იკრძალება, უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი