აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის წევრები რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ ვითარებას ეცნობიან

აფხაზეთის მთავრობის სამუშაო ჯგუფის წევრები, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, მეორე დღეა, რეგიონებში იმყოფებიან და დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ ვითარებას პირადად ეცნობიან, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს აფხაზეთის მთავრობის სამუშაო ჯგუფის წევრებმა მორიგი შეხვედრა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილზე გამართეს.

„ვიმყოფებით დასავლეთ საქართველოში, ვეცნობით დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს, ვახდენთ მათ იდენტიფიცირებას, რათა მყისიერად და ოპერატიულად შევძლოთ აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრა“, - განაცხადა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ლაშა დოლბაძემ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრებმა აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და ადგილზე სტიქიის შედეგად არსებული მდგომარეობა შეაფასეს.

„შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც სწავლობს სტიქიასთან დაკავშირებულ საკითხებს. ვიმყოფებით რეგიონებში, მოვიარეთ კომპაქტურად ჩასახლებული ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის ყველა ლოკაცია. ვსწავლობთ როგორც ახლანდელ პრობლემებს, რომელიც სტიქიამ შექმნა, ასევე იმ პრობლემებს, რაც აქამდეც ჰქონდათ. დახმარება სჭირდებათ ამ ადამიანებს და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის“, - განაცხადა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა, გიორგი ძიგუამ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაო ჯგუფის წევრები, ცენტრალურ უწყებებთან სრულ კოორდინაციაში იმყოფებიან.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა