შალვა პაპუაშვილი - ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში: უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნოს - 2022 წლის 28 თებერვალი, ომი ოთხი დღის დაწყებულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

პაპუაშვილის თქმით, 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, „მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნოს“, ხოლო „ოპოზიცია და ენჯეოები საპროტესტო აქციას აორგანიზებენ“.

„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნოს. პარალელურად, რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები საპროტესტო აქციას აორგანიზებენ.

2022 წლის 28 თებერვალი. ომი ოთხი დღის დაწყებულია“, - წერს პაპუაშვილი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა