ნიკა მელია - ადვილად არის პროგნოზირებადი, რომ რაღაც პერიოდში ბიძინა ივანიშვილის ფინანსური დასანქცირება დიდი ბრიტანეთის მხრიდან გარდაუვალი იქნება

ადვილად არის პროგნოზირებადი, რომ რაღაც პერიოდში ბიძინა ივანიშვილის ფინანსური დასანქცირება დიდი ბრიტანეთის მხრიდან გარდაუვალი იქნება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ტრანსნაციონალური დამნაშავეების ადგილი თანამედროვე პოლიტიკურ სისტემაში არ მოიძებნება.

„თუ დავაკვირდებით პროცესის ლოგიკას და მეტიც აღვწერთ, ადვილად არის პროგნოზირებადი, რომ რაღაც პერიოდში ბიძინა ივანიშვილის ფინანსური დასანქცირება დიდი ბრიტანეთის მხრიდან გარდაუვალი იქნება. მე ასეთი პოზიცია, მოლოდინი მაქვს და არც თუ ისე უსაფუძვლოდ, ვინაიდან ოლიგარქების, განსაკუთრებით ტრანსნაციონალური დამნაშავეების ადგილი თანამედროვე პოლიტიკურ სისტემაში არ მოიძებნება და ვინ თუ არა ბრიტანულმა პოლიტიკამ, რომელმაც ეს ძალიან კარგად იცის. [ბრიტანეთისთვის] შეუთავსებელია ავტოკრატიული რეჟიმი და მისი სულის ჩამდგმელი, ვინც არ უნდა იყოს, ივანიშვილი თუ ნებისმიერი სხვა გვარის მქონე. აქედან გამომდინარე, როდის? - ამაზე პასუხის გაცემა რთულია, მაგრამ ფინანსური სანქციები ლონდონის მხრიდან გარდაუვალი იქნება“, - განაცხადა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს