დავით მათიკაშვილი - შანტაჟი არ ჭრის, არც ბიძინა ივანიშვილზე და არც ჩვენს ქვეყანაზე - დიდი ბრიტანეთის პარლამენტი რას იმსჯელებს და ის ფესვგადგმული „დიფ სთეითი“ სად ამოყოფს თავს, ეს ვერანაირად ვერ იქნება რაიმე ფორმით მათთვის პროდუქტიული

შანტაჟი არ ჭრის, არც ბიძინა ივანიშვილზე და არც ჩვენს ქვეყანაზე - დიდი ბრიტანეთის პარლამენტი რას იმსჯელებს და ის ფესვგადგმული „დიფ სთეითი“ სად ამოყოფს თავს, ეს ვერანაირად ვერ იქნება რაიმე ფორმით მათთვის პროდუქტიული, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის სანქციები არანაირ შედეგს არ გამოიღებს.

„ღიმილისმომგვრელია ის დაჟინებული მცდელობა, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოზე, რაღაცა სანქციებით მოახდინონ შანტაჟი. ეს არის ღიმილისმომგვრელი, რადგანაც შანტაჟი არ ჭრის, არც ბიძინა ივანიშვილზე და არც ჩვენს ქვეყანაზე. დიდი ბრიტანეთის პარლამენტი რას იმსჯელებს და ის ფესვგადგმული „დიფ სთეითი“ სად ამოყოფს თავს და როგორ განმარტებას გააკეთებს, ეს ვერანაირად ვერ იქნება რაიმე ფორმით მათთვის პროდუქტიული. ეს არანაირ შედეგს არ გამოიღებს,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დოუთიმ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების ქმედებების მიმართ „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა.

ბრიტანელმა მინისტრმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა „მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაზე“ და აღნიშნა, რომ ეს სრულად მიუღებელია.

ამასთან, ბრიტანელმა მინისტრმა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე დასმულ კითხვაზე უპასუხა: „ყურადღებით ვაგრძელებთ საქართველოში ვითარებაზე დაკვირვებას, კომენტარს არ ვაკეთებთ პოტენციურ სამომავლო სანქციებზე, ვინაიდან, შედეგს შეამცირებს“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება