ნიკა მელია - განსაკუთრებული სოლიდარობა და ემოცია მაქვს მათე დევიძის მიმართ, ვინაიდან ის იმ ეპიზოდის გამო დააკავეს, სადაც ფიზიკურად ერთად აღმოვჩნდით - მჯერა, პოლიტპატიმრებს დიდი ხანი არ მოუწევთ ტყვეებად ყოფნა

განსაკუთრებული სოლიდარობა და ემოცია მაქვს მათე დევიძის მიმართ, ვინაიდან ის იმ ეპიზოდის გამო დააკავეს, სადაც ფიზიკურად ერთად აღმოვჩნდით,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

ის თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესს ესწრება.

როგორც მელია განმარტავს, პოლიტპატიმრებს ციხეში გამოკეტვა დიდი ხნით არ მოუწევთ.

„ტრაგედიაა, როცა ასეთ ნიჭიერ, პერსპექტიულ, ენერგიით სავსე თვითმყოფადი ახალგაზრდები უკვე თვეების განმავლობაში არაფრის გამო არიან გამოკეტილი იქ, სადაც არ უნდა იყვნენ, მაშინ, როცა რეალური დამნაშავეები ამ ქვეყანას მართავენ, მაგრამ ეს დროებითი მოცემულობაა. ყველა პოლიტიკური პატიმრის მიმართ ვართ სოლიდარულები, მათ შორის, განსაკუთრებული სოლიდარობა და ემოცია მაქვს მათე დევიძის მიმართ, ვინაიდან ის იმ ეპიზოდის გამო დააკავეს, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს არ ვიცნობთ, ფიზიკურად ერთად აღმოვჩნდით. ადამიანი უბრალოდ საკუთარ თავს, ღირსებას, ამ ქვეყნის ინტერესს იცავდა. მჯერა, რომ მომავლის გადმოსახედიდან, მიუხედავად ამ უსამართლობისა, ის და მისი ოჯახი იამაყებს. მჯერა, რომ პოლიტპატიმრებს დიდი ხანი არ მოუწევთ ციხეში ტყვეებად ყოფნა",- განაცხადა მელიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის