დავით მათიკაშვილი - ვისაც ჩვენ მდიდარ NGO-ებს ვეძახით, ანტიეროვნულ და დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა - არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით შემოდინებული თანხები ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს ხმარდებოდა!

არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, ვისაც ჩვენ მდიდარ NGO-ებს ვეძახით, ანტიეროვნულ და დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა - არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით საქართველოში შემოდინებული თანხები დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას, ანტიდემოკრატიულ და ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს ხმარდებოდა! - ასე ახსნა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტში განსახილველად წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად, არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული აღარ იქნებიან.

პაკეტის ფარგლებში ცვლილება 14 სხვადასხვა კანონში შედის. ყველა ამ კანონში დაგეგმილი ცვლილებების არსი და მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობა გამოირიცხოს.

მათიკაშვილის შეფასებით, „გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ამ ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობა ქვეყნის ეროვნულ ამოცანებს და საქართველოში დემოკრატიის განვითარებას არ წაადგება“.

„მოგეხსენებათ, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა უდიდესი ნაწილი უცხოეთის ქვეყნებიდან და უცხოური ორგანიზაციებიდან ფინანსდება, როგორც წესი, არა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, არამედ იმ ქვეყნების და ორგანიზაციების ინტერესებს ახორციელებდნენ, რომელთა მიერაც ფინანსდებიან. მცირე მოცულობის კეთილ საქმესთან ერთად, ძალიან დიდი ოდენობითა და დიდი დოზით გავხდით მოწმე იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილს, ვისაც ჩვენ მდიდარ NGO-ებს ვეძახით, არაკეთილი მიზნები აქვთ, რაც ფორმალურად მათ საქმიანობაში გაწერილია. პირიქით, ანტიეროვნულ და დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ - ეს ყველაფერი USAID-ის სკანდალის ფონზე გაცხადდა და დადასტურდა. პირდაპირ დადასტურდა ყველა ის ეჭვი, რაც რამდენიმე წელია ჩვენს ხელისუფლებას გააჩნია.

ამისთვის შემოღებული იყო „“გამჭვირვალობის კანონი“, მაგრამ პრევენციულად საკმარისი არ აღმოჩნდა. მათი საქმიანობა კეთილი მიზნებისთვის უნდა ყოფილიყო მიმართული და არა არასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებისთვის.

საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის ვალდებულება, რაც კანონებით იყო გაწერილი, გათვალისწინებული აღარ იქნება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საკანონმდებლო პაკეტი დღეს, პირველი მოსმენით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ლისის ტბის ადმინისტრაცია მოსახლეობას აფრთხილებს
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კამპუსში ახალი სივრცის გახსნას საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე დაესწრო
Samsung-ის A სერიის ახალი სმარტფონები - შეიძინე პირველმა და დასაჩუქრდი