თამარ ხიდაშელი - „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად დგამს ნაბიჯებს, რომ გაანადგუროს სამოქალაქო სექტორი, ადამიანების დემორალიზება მოახდინოს - ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირს მაქსიმალურად დავშორებოდით

„ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად დგამს ნაბიჯებს იმისთვის, რომ გაანადგუროს სამოქალაქო სექტორი, ადამიანების დემორალიზება მოახდინოს. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირს მაქსიმალურად დავშორებოდით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა“ თამარ ხიდაშელმა „თბილისი მარიოტში“ განუცხადა, სადაც ევროკავშირის დაფინანსებით გაიმართა დისკუსია სახელწოდებით „საქართველო და ევროკავშირი: ახლა საით?“.

„ნაცვლად იმისა, რომ მოლდოვას სამოქალაქო სექტორის მსგავსად ვლაპარაკობდეთ, რა რეფორმები უნდა გავატაროთ, რომ წინ წაიწიოს ამა თუ იმ სფეროში ურთიერთობებმა, გაუმჯობესდეს ადამიანების მდგომარეობა, ვლაპარაკობთ იმაზე, როგორ დრამატულად გაუარესდა ყველაფერი ჩვენს ირგვლივ“, - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

მისი თქმით, არსებული მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი არჩევნების დანიშვნა და აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლებაა.

ამასთან, თამარ ხიდაშელმა ისაუბრა რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, „ევროკავშირი მზად არის ქართველ ახალგაზრდებს ფული გადაუხადოს - დაგეგმილია ანტისამთავრობო გამოსვლების თითო მონაწილისთვის დღეში 120 ევროს გადახდა“.

„რა თქმა უნდა, ეს არის რუსული პროპაგანდის ნაწილი და უბრალოდ, სასაცილოა. 120 ევროს „ხათრით“ არავინ გამოვა, მაშინ, როცა ადამიანებმა, რომლებიც აქციაზე გადიან, იციან, რომ 5000 ლარიანი ჯარიმა მიუვათ. უბრალოდ, ლოგიკაშიც კი არ ჯდება, თანხები არ არის ერთმანეთთან შესატყვისი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და აჩვენებენ, რომ ქართული საზოგადოება არ შეეგუება იმას, რომ საქართველომ გადაუხვია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას. ვიტყოდი, სწორედ ის ადამიანები არიან ჩვენი სინდისი, რომლებიც ყოველდღიურად რუსთაველის გამზირზე დგანან იმის დემონსტრირებისთვის, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და არ შევეგუებით იმას, რასაც „ქართული ოცნება“ დღეს აკეთებს“,- განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

„ქორთიარდ მარიოტში“ ევროკავშირის მხარდაჭერით ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით „საქართველო და ევროკავშირი: ახლა საით?. დისკუსიის ორგანიზატორი იყო „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე