ნინო დოლიძე - თუკი ვინმეს ეჭვი ეპარება, რატომ დგანან საქართველოს მოქალაქეები ან რას აკეთებენ საპროტესტო აქციების დროს, ყველას ვეპატიჟები, მოვიდნენ, თავად ნახონ რა ხდება, ნუ ენდობიან ნურცერთ ინფორმაციას

თუკი ვინმეს ეჭვი ეპარება, რატომ დგანან საქართველოს მოქალაქეები ან რას აკეთებენ საპროტესტო აქციების დროს, ყველას ვეპატიჟები, მოვიდნენ, თავად ნახონ რა ხდება, ნუ ენდობიან ნურცერთ ინფორმაციას! - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარემ ნინო დოლიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რითაც ის რუსეთის დაზვერვის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ევროკავშირის მიერ აქციის მონაწილეებისთვის დღეში 120 ევროს გადახდაზეა საუბარი.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ გზავნილები რუსეთის დაზვერვის გზავნილებს ემთხვევა.

„ის, რომ რუსეთი საქართველოში დეზინფორმაციულ გზავნილებს ავრცელებს, ეს არ არის ახალი. ვნახეთ საარჩევნო პერიოდშიც იყო ასეთი განცხადებები. სამწუხარო ის არის, რომ „ქართული ოცნების“ გზავნილები ემთხვევა ხოლმე. რა თქმა უნდა, დაზუსტებით ვერ ვიტყვით, ეს განცხადებები არის თანხვედრაში იმიტომ, რომ შეთანხმებულები არიან თუ უბრალოდ ისინი იმეორებენ. მაგრამ, ფაქტია ერთი, რომ ის ძალიან ხშირ შემთხვევაში, იმეორებს რუსულ ნარატივებს, რაც არის დეზინფორმაციული და აზიანებს საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას. უნდა დავუპირისპიროთ ერთადერთი - სიმართლე. თუკი ვინმეს ეჭვი ეპარება, რატომ დგანან საქართველოს მოქალაქეები ან რას აკეთებენ ისინი გარეთ, საპროტესტო აქციების დროს, ყველას ვეპატიჟები, მოვიდნენ ამ აქციებზე, თავად ნახონ რა ხდება, როგორი გულანთებულები არიან საქართველოს მოქალაქეები ჩვენი უკეთესი მომავლისთვის. მხოლოდ ასე დარწმუნდნენ. ნუ ენდობიან ნურცერთ ინფორმაციას. თავად მოვიდნენ და გაიგონ რეალურად რა ხდება იქ“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ევროკავშირი მზად არის ქართველ ახალგაზრდებს ფული გადაუხადოს.

„დაგეგმილია ანტისამთავრობო გამოსვლების თითო მონაწილისთვის დღეში 120 ევროს გადახდა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო