პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა კანონებიდან ტერმინის „გენდერი“ ამოღებას და გენდერული საბჭოების გაუქმებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა საქართველოს საკონონმდებლო სივრციდან ტერმინის „გენდერი“ ამოღებას მხარი დაუჭირა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა გენდერული საბჭოების გაუქმებასაც.

„ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი დღეს, პირველი მოსმენით, განიხილეს. საკომიტეტო განხილვაზე არ დასმულა კითხვები და არ გამოთქმულა შენიშვნები.

კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, ამ შემთხვევაში საკანონმდებლო ენის იმ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება, რომელიც დადგენილია კონსტიტუციით და რომელიც ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ვალდებულებზეა. იონათამიშვილის თქმით, ხელისუფლების პრიორიტეტი ამ პრინციპის დაცვაა.

საქართველოს პარლამენტში, ასევე მუნიციპალიტეტბსა და ავტონომური რესპუბლიკების წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული თანასწონობის საბჭოები აღარ იარსებებს. კანონებიდან ყველა ის ნორმა ამოდის, რომელიც გენდერული თანასწონობის საბჭოების საქმიანობას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, საქართველოში მოქმედი ყველა კანონიდან ტერმინი “გენდერი“ და “გენდერული იდენტობა“ ამოდის. “გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს კი სახელწოდება შეეცვლება და მას “ქალისა და მამაკაცის თანასწორების შესახებ“ კანონი დაერქმევა.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, კანონებში არსებული ჩანაწერი “გენდერული საკითხები“ შეიცვლება ჩანაწერით - “ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები“, ტერმინი “გენდერის ნიშნის შეუწყნარებლობა“ იცვლება “ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადგმი შეუწყნარებლობით“, კანონში გამოყენებული სიტყვები “გენდერულად მგძნობიარე“, შეიცვლება სიტყვებით “სქესის ნიშნისადმი მგძნობიარე“ და ასე შემდეგ.

“საქართველოს კანონმდებლობაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, უცხოური გავლენისა და მათი წარმომადგენლების აქტიური ლობირებით, მიზანმიმართულად ხდებოდა ხელოვნური ტერმინის - “გენდერის“ დანერგვა.

აღნიშნული მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ერთგვარ ანარეკლს და სახელმწიფოსთვის, რიგ შემთხვევებში, გადაულახავ დაბრკოლებას წარმოადგენდა.

გლობალური ტენდენციების მასშტაბის საილუსტრაციოდ გამოდგება მაგალითი, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის პირობებში სახელმწიფო დეპარტამენტი თანამშრომლებისთვის მიცემული სახელმძღვანელო წესების ერთ-ერთ ბოლოდროინდელ დოკუმენტში უთითებდა, რომ მორიდებოდნენ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორებიც არის: “ბიჭებო“, “ქალბატონებო და ბატონებო“, “დედა/მამა“, “ვაჟი/ქალიშვილი“, “ქმარი/ცოლი“, ხოლო ამ სიტყვების ნაცვლად უნდა გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური შემდეგი სიტყვები: “ყველა“, “ხალხო“, “თქვენ ყველა“, “მშობელი“, “შვილი“, “მეუღლე“, “პარტნიორი“.

აღნიშნული უარყოფითი პროცესები საზღვარგარეთ დღესაც არ კარგავს აქტუალობას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, სულ უფრო მეტად გააქტიურდა საუბარი აღნიშნული ხელოვნური პროცესის არაკეთილსინდისიერი მოტივებისა და მართულობის შესახებ. ცხადი გახდა, რომ აღნიშნული იდეოლოგიის ლობირების უკან იდგა არა ადამიანის უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი, არამედ სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევისა და მათზე გავლენის მოპოვების პრაგმატული გათვლა“, - წერს “ქართული ოცნება“ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში