სალომე სამადაშვილი - გარდაუვალი იქნება დასავლეთის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის, როგორც რუსეთის მოკავშირის დასანქცირების პროცესის გაგრძელება

ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, რაც სანქციებისთვის ემზადება - ერთადერთი, რაც დღეს დასავლეთში განიხილება, არის ის, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ზეწოლა მასსა და მის რეჟიმზე, მათ შორის სანქციების შემოღების გზით,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის შესაძლო სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

სალომე სამადაშვილის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებულ ფინანსურ სანქციებს დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან მას ფინანსური აქტივების დიდი ნაწილი ოფშორულ ზონებში აქვს თავმოყრილი.

ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, რაც სანქციებისთვის ემზადება. იცის, რომ გარდაუვალი იქნება დასავლეთის მხრიდან მისი, როგორც რუსეთის მოკავშირის დასანქცირების პროცესის გაგრძელება.

აშშ-ს სწორედ ამ მიზეზით ჰყავს დასანქცირებული, რომ ის რუსეთის და პუტინის რეჟიმის ინტერესებს ახორციელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპასა და დიდ ბრიტანეთში ამ პროცესის გაგრძელება მისთვის დამაზიანებელი იქნება, რადგან მას ოფშორულ ზონებში დიდი რაოდენობით აქტივები ჰქონდა მობილიზებული.

ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ინდივიდუალურ ფინანსურ სანქციების დაწესებას გაამარტივებს. არავინ არ აპირებს ურთიერთობების გადატვირთვას რუსი ოლიგარქის რეჟიმთან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს