ლევან მაჭავარიანი - „დიფ სთეითს“ კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული ბრიტანეთში - ბიძინა ივანიშვილს არანაირი აქტივი არ გააჩნია და რაზე ასანქცირებენ, იქნებ აგვიხსნან

„დიფ სთეითს“ კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული ბრიტანეთში - ბიძინა ივანიშვილს არანაირი აქტივი არ გააჩნია და რაზე ასანქცირებენ, იქნებ აგვიხსნან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიტანეთის მხრიდან სანქციების დაწესებაზე საუბარი „შანტაჟის გაგრძელება“.

როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, მნიშვნელობა არ აქვს ბრიტანეთი რა გადაწყვეტილებებს მიიღებს, ივანიშვილს თავის პოზიციას ვერ შეაცვლევინებენ.

„რაზე ასანქცირებენ, იქნებ აგვიხსნან?! ფიზიკურად, ბატონ ბიძინა ივანიშვილს არანაირი აქტივი არ გააჩნია და რას უსანქცირებენ? ესეც ძალიან საინტერესოა. ეს არის ჩვეულებრივად შანტაჟის გაგრძელება და ვერ მიხვდნენ ეტყობა, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს შანტაჟის არ ეშინია. სამი წლის წინ მას წვდომა შეუჩერეს რამდენიმე მილიარდზე, ეს იყო დე-ფაქტო საქნციები. შემდეგ იყო იქ რაღაც ოფიციალური სანქციები, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ვერ ადგმევინებენ იმ ნაბიჯს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მნიშვნელობა არ აქვს, რაზე იმსჯელებენ და რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ვერანაირად შეაცვლევინებენ თავის პოზიციას,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დოუთიმ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების ქმედებების მიმართ „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა. ბრიტანელმა მინისტრმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა „მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაზე“ და აღნიშნა, რომ ეს სრულად მიუღებელია.

ამასთან, ბრიტანელმა მინისტრმა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე დასმულ კითხვაზე უპასუხა: „ყურადღებით ვაგრძელებთ საქართველოში ვითარებაზე დაკვირვებას, კომენტარს არ ვაკეთებთ პოტენციურ სამომავლო სანქციებზე, ვინაიდან, შედეგს შეამცირებს“.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო