საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს დამატებითი საქმიანობის განხორციელება და ანაზღაურების მიღება მხოლოდ ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით შეეძლებათ

საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს დამატებითი საქმიანობის განხორციელება და ამ საქმიანობისთვის ანაზღაურების მიღება მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით შეეძლებათ.

ამასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პარლამენტს “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები შესთავაზა, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია და კომიტეტებს განსახილველად გადაეცა.

უფრო კონკრეტულად, მოქმედი კანონით, საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, თუმცა ეს შეზღუდვა სამეცნიერო, პედაგოგიურ ან შემოქმედებით საქმიანობაზე არ ვრცელდება. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით კი, საჯარო მოსამსახურეს სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებით საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე შეეძლება.

ამავე პროექტით, ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა დასჭირდებათ საჯარო სამსახურებსა და სსიპ-ებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებს იმისთვის, რომ მათ სხვა ანაზღაურებადი სამუშაოდან სარგებლის მიღება შესძლონ.

როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ინტერესთა კონფლიქტის ეფექტური პოლიტიკის სათანადო მიზანია არა საჯარო მოხელეთა მხრიდან ყველა კერძო შესაძლებლობის ინტერესის მარტივი აკრძალვა, არამედ ამ შესაძლებლობების რეგულირების ქვეშ მოქცევა. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ მსგავსი მიდგომით გატარებული იქნება პრევენციული ღონისძიებები, “რათა საჯარო მოხელეებმა არ დაუშვან თავიანთი პირადი ინტერესებისა და კუთვნილების კომპრომისზე გადაწყვეტილების მიღება და საჯარო მენეჯმენტი“.

„იხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც დაკავშირებულია ზემოხსენებული პირების მიერ დამატებით საქმიანობის განხორციელებასთან და ამ საქმიანობისათვის ანაზღაურების მიღებასთან.

გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერ ანაზღაურების მიღება შეიძლება გარკვეულ ინტერესს ატარებდეს და საჯარო ფუნქციების განმახორციელებელი პირების მხრიდან მათი მიღება ზეგავლენის მომხდენი მისი ძირითადი საქმიანობის განხორციელებისას არ გახდეს, სახელმწიფოს მხრიდან კიდევ უფრო დეტალურად რეგულირდება სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების პროცედურა.

აღნიშნული ტიპის დამატებითი საქმიანობისთვის განისაზღვრება თანხმობის გაცემის ინსტიტუტი, რის შედეგადაც საჯარო მოხელეები თანამდებობის შენარჩუნების პარალელურად შეიძლება დამხმარე საქმიანობით დაკავდნენ”, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი