ევროკავშირის პრესსპიკერი რუსეთის დაზვერვის განცხადებაზე - დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც ახორციელებენ რუსეთთან დაკავშირებული საინფორმაციო საშუალებები, მიზნად ისახავს მანიპულაციას და უნდობლობის დათესვას

დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც ახორციელებენ რუსეთთან დაკავშირებული საინფორმაციო საშუალებები, აშკარად მიზნად ისახავს მანიპულაციას და უნდობლობის დათესვას. ეს ბრალდებები ევროკავშირის წინააღმდეგ სრულიად უსაფუძვლოა, - ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა, ანუარ ელ ანუნმა ბრიუსელში „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვაზე უპასუხა.

მისი თქმით, ევროკავშირი გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს თავისი ქმედება და ხელახლა განაახლოს ურთიერთობა ევროკავშირთან.

„მოკლედ რომ ვუპასუხოთ თქვენს კითხვას - ეს არის სრულიად ყალბი ინფორმაცია. რაც შეეხება უფრო ვრცელ განცხადებას - ეს დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც ახორციელებენ რუსეთთან დაკავშირებული საინფორმაციო საშუალებები, აშკარად მიზნად ისახავენ მანიპულაციას და უნდობლობის დათესვას. ეს ბრალდებები ევროკავშირის წინააღმდეგ სრულიად უსაფუძვლოა. ევროკავშირი გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს თავისი ქმედება და ხელახლა განაახლოს ურთიერთობა ევროკავშირთან“, - განაცხადა ანუარ ელ ანუნმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ევროკავშირი მზად არის ქართველ ახალგაზრდებს ფული გადაუხადოს.

„დაგეგმილია ანტისამთავრობო გამოსვლების თითო მონაწილისთვის დღეში 120 ევროს გადახდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა