რასა იუკნევიჩიენე - რუსეთის დაზვერვის განცხადება პირდაპირი ჩართულობაა ივანიშვილის მხარდაჭერაში, რუსეთი მართავს „ქართულ ოცნებას“

რუსეთის დაზვერვის განცხადება პირდაპირი ჩართულობაა ივანიშვილის მხარდაჭერაში, რუსეთი მართავს „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„თუ ვინმე ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ქუჩის პროტესტები უბრალოდ ლოკალური ბრძოლაა ოპოზიციასა და მთავრობას შორის, რუსეთის დაზვერვის განცხადება საპირისპიროს ადასტურებს.

ეს რუსეთის პირდაპირი ჩართულობაა ივანიშვილის მხარდაჭერაში.

საშუალება მომეცით შეგახსენოთ: 2020 წელს ბელარუსებს ფულისთვის პროტესტი დააბრალეს. ისევ გამოიყენება კრემლის იგივე ნარატივები.

როგორც კრემლმა მხარი დაუჭირა ლუკაშენკოს, ახლა ივანიშვილის უჭერს მხარს. რუსეთი მართავს „ქართულ ოცნებას“.

არ შეცდეთ - ეს მხოლოდ საქართველოზე არაა. ეს იმაზეა, რომ რუსეთი იმის დაბრუნებას ცდილობს, რაც მისი გავლენის კანონიერ სფეროდ მიაჩნია.

ევროკავშირის სახელმწიფოებისთვის ეს ნათელი სიგნალი უნდა იყოს: მათ მხარი უნდა დაუჭირონ ქართველ ხალხს“, - წერს იუკნევიჩიენე.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ევროკავშირი მზად არის ქართველ ახალგაზრდებს ფული გადაუხადოს.

„დაგეგმილია ანტისამთავრობო გამოსვლების თითო მონაწილისთვის დღეში 120 ევროს გადახდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია