დონალდ ტრამპი უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნის შესახებ კითხვაზე - პასუხია კი, მაგრამ იმედია არ მოგვიწევს ბევრის გაგზავნა, ვინაიდან მშვიდობის მალე მიღწევას მოველი

გავაგრძელებთ უკრაინისთვის იარაღის გაგზავნას, მაგრამ იმედია დიდხანს აღარ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა აპირებს თუ არა ის უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების გაგრძელებას იმ შემთხვევაში თუ მშვიდობა ვერ იქნება მიღწეული.

„არ მოველით ბევრი იარაღის გაგზავნას, მოველით ომის დასრულებას. პასუხია კი. მაგრამ იმედია არ მოგვიწევს ბევრის გაგზავნა, ვინაიდან [მშვიდობის] მალე მიღწევას მოველი”, - განაცხადა ტრამპმა.

თავის მხრივ, ზელენსკიმ ტრამპს უთხრა, რომ პუტინთან „კომპრომისები არ უნდა იყოს“ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დროს. უკრაინის პრეზიდენტმა ტრამპს უკრაინელი სამხედროების ფოტოსურათები აჩვენა რუსეთის ტყვეობამდე და ტყვეობის შემდეგ და სახელებით ჩამოთვალა ისინი.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ „ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ჩვენს მხარესაა“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი