ბექა ლილუაშვილი - მამა ღმერთის თხოვნითაც კი, ჩვენი პარტია „ნაციონალებთან“ არ გაერთიანდება, სალომე ზურაბიშვილის კი არა, იესო ქრისტეს მოწოდებითაც კი

ჩვენ ყოველ ჯერზე ვცოდავთ საზოგადოების წინაშე, როდესაც მათ ვუქმნით არასწორ განცდებსა და მოლოდინებს. არ შეიძლება ამ მასშტაბის კონსოლიდირებული ძალაუფლების დემონტაჟის პრეტენზია გვქონდეს ძალიან მოკლევადიან პერიოდში, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, უნდა გაგრძელდეს იგივე ინსტრუმენტების უფრო დიდი მასშტაბებით გამოყენება, რომელიც პროტესტის უფრო მასშტაბური ფორმით გაგრძელებასთან ერთად, დეზინფორმაციასთან ბრძოლას გულისხმობს.

„ჩვენ ყოველ ჯერზე ვცოდავთ საზოგადოების წინაშე, როდესაც მათ ვუქმნით არასწორ განცდებსა და მოლოდინებს, ჩვენ ყოველ ჯერზე ვცოდავთ, როდესაც ვამბობთ, რომ ეს საკმარისია. ეს არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა. არ შეიძლება ამ მასშტაბის კონსოლიდირებული ძალაუფლების დემონტაჟის პრეტენზია გვქონდეს ძალიან მოკლევადიან პერიოდში, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იგივე ინსტრუმენტების უფრო დიდი მასშტაბებით გამოყენება, მაგალითად, პროტესტის კიდევ უფრო მეტად გამსხვილებით, პროტესტის კიდევ უფრო მეტად გამძაფრებით, საშინაო წნეხის მეტად გაძლიერებით, საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს არა მხოლოდ ვიზუალიზაციით (თუმცა, ესეც მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში მეტი ადამიანი გამოვიდეს, გეოგრაფიული არეალი გაიზარდოს). ადამიანები, რომლებიც დღეს, შეიძლება, ჩუმად იყვნენ, თუმცა გრძნობდნენ, ეს ქვეყანა საითაც მიექანება, ამ ადამიანებმაც ხმა უნდა ამოიღონ. უნდა ვებრძოლოთ სახელმწიფო პროპაგანდას, აბსოლუტურად ყველა ფრონტზე - დეზინფორმაციის ფრონტზე, საპროტესტო ფრონტზე, საგარეო ფრონტზე - ყველა მიმართულებით ვართ ჩართული”, - განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია, რათა ერთობლივი ძალებით მოქმედებაზე გადავიდეს, ლილუაშვილმა უპასუხა, რომ გიორგი გახარიას პარტია “ნაციონალურ მოძრაობასთან” “მამა ღმერთის თხოვნითაც არ გაერთიანდება”.

„მამა ღმერთის თხოვნითაც კი, ჩვენი პარტია „ნაციონალებთან“ არ გაერთიანდება, სალომე ზურაბიშვილის კი არა, იესო ქრისტეს მოწოდებითაც კი. არ შეიძლება, ვინმეს თხოვნა პოლიტიკაში იქნეს გათვალისწინებული, ქართველი ხალხის თხოვნის და ჩვენთვის ლეგიტიმაციის მომცემი ადამიანების გარდა. საზოგადოება თუ კი გადაწყვეტს და ამის წარმოუდგენელი მოცემულობა იქნება, ჩვენ შეიძლება წავიდეთ კომპრომისზე და ამ ხალხთან ერთად ვიმუშაოთ, მაგრამ გაერთიანება შეუძლებელია”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია