სალომე ზურაბიშვილი - ომის საფრთხე არ არის ამ ქვეყანაში, არ ყოფილა, არავინ გვიბიძგებდა ფიქციური ომისკენ

ეს არის ის პროპაგანდა (ომის თემატიკა), რომელმაც ნაწილობრივ იმუშავა თუ არ იმუშავა, ჩვენ ვართ დღეს ფაქტების წინაშე, რომ ომის საფრთხე არ არის ამ ქვეყანაში, არ ყოფილა, არავინ გვიბიძგებდა ფიქციური ომისკენ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ამის კარგი მაგალითია მოლდოვა, რომელიც საქართველოზე რთულ პირობებში იყო, ფრონტის ხაზთან უფრო ახლოს იმყოფება და ომი იქ არავის დაუწყია.

„ეს არის ის პროპაგანდა (ომის თემატიკა), რომელმაც ნაწილობრივ იმუშავა თუ არ იმუშავა, ჩვენ ვართ დღეს ფაქტების წინაშე, რომ ომის საფრთხე არ არის ამ ქვეყანაში, არ ყოფილა, არავინ გვიბიძგებდა ფიქციური ომისკენ. მაგალითია მოლდოვა, რომელიც, შეიძლება, ჩვენზე უფრო მძიმე პირობებში იყო ზოგი კუთხით, უფრო ახლოს ფრონტთან და იქ არავის დაუწყია ომი. დღეს ის სარგებლობს ყველა იმ შეღავათით, რაც ევროკავშირიდან მოდის და იმ პოზიციით, რაც ჩვენც შეგვეძლო გვქონოდა, რომ არ ყოფილიყო რუსეთისკენ ორიენტაცია - ეს არის ჩვენი რეალობა და არა რაღაც თეორიული ომის ხელოვნურად შექმნილი საფრთხეები”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია